საზოგადოება
რას ნიშნავს კორონავირუსის ახალი შტამები - ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული, ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამები გავრცელდა. რამდენად საშიშია ახალი შტამები, - იხილეთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები.

რას ნიშნავს ახალი შტამები?

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მაღალი რისკის გამომწვევი ჯგუფის ხელმძღვანელის, რიჩარდ პებოდის განმარტებით, ყველა ვირუსი, მათ შორის კოვიდ-19 დროთა განმავლობაში იცვლება და ბუნებრივი მოვლენაა.

"როდესაც ვირუსი იმეორებს ან ასლის გადაღებისას ასლის გაკეთებას, ვირუსის გენომი (ორგანიზმის გენეტიკური ინსტრუქციების ნაკრები) ხშირად ოდნავ იცვლება. ამ ცვლილებებს მუტაციას უწოდებენ და როგორც წესი, არ არის მნიშვნელოვანი. ერთი ან რამდენიმე ახალი მუტაციის მქონე ვირუსი მოიხსენიება, როგორც ორიგინალური ვირუსის ვარიანტი. რაც უფრო მეტი ვირუსი ვრცელდება, მით უფრო შეიძლება შეიცვალოს ისინი. ამ ცვლილებებმა შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს ვირუსის ვარიანტი, რომელიც მის გარემოს უფრო შეეფერება, ვიდრე ორიგინალ ვირუსს. წარმატებული ვარიანტების შეცვლისა და შერჩევის ამ პროცესს ვირუსის ევოლუცია ეწოდება", - ამბობს მეცნიერი.

რამდენად საშიშია ახალი შტამები?

ჯანმოს ევროპულ რეგიონში, კორონავირუსის დომინანტ სახეობად ჩამოყალიბდა SARS-CoV-2 B.1.1.7. ე.წ.ბრიტანული შტამი, რომელიც გასული წლის სექტემბერში, სამხრეთ ინგლისში აღმოაჩინეს.

ცნობილია ასევე B.1.351, რომელიც შარშან დეკემბერში, სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, ამიტომაც მას "სამხრეთ აფრიკული" უწოდეს და ასევე B.1.617 ვარიანტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში დაფიქსირდა და ტერმინი "ინდური შტამიც" აქედან დამკვიდრდა. ის თავის მხრივ B.1.617 ორ მუტაციას აერთიანებს, ესენია: E484Q და L452R. ორივე მათგანი ცალ-ცალკე სხვადასხვა ტიპის კორონავირუსებში ადრეც გვხვდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, ახალი ვარიანტები იწვევს თუ არა მეტ გართულებას ან გარდაცვალებას. ამ მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს.

მეცნიერების ვარაუდით, შესაძლოა გაჩნდეს კიდევ უფრო მეტი ვარიანტი და ისეთიც, რომელიც მეტად გადამდებია, ან უფრო მძიმე დაავადებას იწვევს.

ეფექტურია თუ არა არსებული ვაქცინები ახალი შტამების გავრცელებისას?

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ამჟამინდელი ვაქცინები შექმნილია ორიგინალი კორონავირუსის გარშემო, თუმცა მინიმუმ გარკვეულ პრევენციას ახდენს და იცავს პაციენტს გართულებებისგან.

კვლევებმა, რომელიც ჩატარდა აპრილ-მაისში აჩვენა, რომ "ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინები ე.წ.ინდურის შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

ფაიზერის ვაქცინა 88%-ით ეფექტური იყო "ინდური შტამის" წინააღმდეგ. ასევე ეფექტური იყო 93%-ით მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, "ბრიტანული" ვარიანტის წინააღმდეგ. ხოლო "ასტრაზენეკას" ვაქცინის ორი დოზა 60%-ით ეფექტური აღმოჩნდა ე.წ. ინდური შტამის, და 66%-ით ეფექტური ე.წ. ბრიტანული შტამის წინააღმდეგ.

კვლევებში ჩართული იყო მხოლოდ ეს ორი ვაქცინა.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის რამდენიმე ვარიანტი გაექცევა არსებული ვაქცინების ზემოქმედებას, რის შედეგადაც, საჭირო გახდება ვაქცინის კონსტრუქციის შეცვლა, მაგრამ ამ ეტაპზე არსებული ვაქცინების გამოყენებას დაავადების გავრცელების შენელება შეუძლია.

"გთხოვთ მიიღეთ პირველივე შემოთავაზებული ვაქცინა. ნუ იყოყმანებთ და ნუ დაელოდებით იდეალურ ვაქცინას", - ამბობენ მეცნიერები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.