ახალი სეზონი პანდემიაში და საოჯახო სასტუმროები ტურისტების მოლოდინში
ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს უკვე მეორე სეზონია რაც პანდემიის
პირობებში უწევთ მუშაობა.
მეწარმეები ამბობენ, რომ შარშანდელივით, ახლაც ბიზნესის გადარჩენაზე
ფიქრობენ.
"გასულ წელს ფაქტურად ჩავარდილი იყო სეზონი, თუ ადრე ყოველი სეზონის წინ რაღაც ახალ სეგმენტს ვამატებდით, წელს რასაკვირველია, ამაზე ვერც ვიფიქრებდით, ტურისტული სეზონი დაიწყო და მხოლოდ 2 ან 3 ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს. ამას ემატება ,ის რომ გადასახადები ძვირდება, პროდუქტების ფასებმა აიწია, ჩვენ კი ვერ გავაძვირებთ სერვისს. პანდემიის დროს. ბიზნესის გადარჩენაზე ვფიქრობთ და მაინცდამაინც იმედიანადაც არ ვართ განწყობილები", - ამბობს ზუგდიდში საოჯახო სასტუმრო "მწვანე სახლის" მფლობელი თიკა დიდიშვილი.
ბიზნესის გადარჩენაა ახლა მთავარი ანაკლიის საოჯახო სასტუმრო "თეთრი სახლის" მფლობელებისთვისაც. ამისთვის მათ სერვისის ღირებულებაც გააიაფეს.
"შარშან პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი დამსვენებლები გვყავდა და რაღაცნაირად გადავრჩით, წელსაც დავწიეთ ფასები, იმისათვის, რომ არა მოგებაზე ვიმუშაოთ, არამედ ბიზნესი რომ გადავარჩინოთ. მართალია კურორტი მივიწყებულია, თუმცა არიან ისეთი ტურისტებიც, რომელთაც აღმოაჩინეს, რომ სადღაც არსებობს სოფელი ანაკლია, სადაც შეიძლება რომ კარგად დაისვენო, ამიტომ ვნახოთ, 1-ელი ივლისიდან დაველოდოთ კურორტის გახსნას", - ამბობს მარიამ ჩხოლარია.
კიდევ ერთი ანაკლიელი მეწარმე, ჟანა ცხადაია, რომელსაც საოჯახო სასტუმრო და ღია კაფე ჰქონდა, ამბობს, რომ ამ ბიზნესით უკვე თავს ვერ ირჩენს და იტალიაში წავიდა სამუშაოდ.
ანაკლიისგან განსხვავებით, მესტიაში საოჯახო სასტუმროებში უკვე რამდენიმე ჯავშანია, - ამბობს მესტიაში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი ირმა ჯაჭვლიანი, თუმცა შარშანდელი ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება წელს მოუწევს.
"ჯავშნები უკვე შემოდის, ჯერჯერობით ქართველები ინტერესდებიან, გასულ წელთან შედარებით უფრო იმედიანად ვარ განწყობილები, გასულ წელს მნიშვნელოვნად ვიზარალეთ, თუმცა რადგან ბიხზნესესხი გვქონდა, მოხდა გადავადება, მაგრამ შემდეგ როგორც კი ამუშავდება ბიზნესი, გაზრდილი პროცენტით გვექნება გადასახდელი", - ამბობს მეწარმე.

საოჯახო სასტუმრო "მწვანე სახლი" ზუგდიდში.
აქვე სასტუმროს მფლობელები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, მხოლოდ მათი ძალისხმევა არ იქნება საკმარისი და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების გადარჩენაზე.
"ამ მიმართულებით სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა. თუ დიდი სასტუმროების გადარჩენის მიზნით, იქ საკარანტინე სივრცეები მოეწყო, რატომ არ შეიძლება ჩვენ მცირე მეწარმეები, რომლებიც ვიხდით გადასახადებს, ჩვენც შეგვიწყონ ხელი, მაგალითად, როცა საქმიანი ვიზიტები იგეგმება ზუგდიდში, ხომ შეიძლება რომ საოჯახო სასტუმროები გამოიყენონ ამ დროს, სადაც რასაკვირველია დაცული იქნება ყველა რეგულაცია", - ამბობს თიკა დიდიშვილი.
მთავრობის განცხადებით, გასულ წელს, ტურიზმის სფეროში დასაქმებულების დახმარებას ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებდა, რომლის ფარგლებში ბიზნესსუბიექტებს 4 თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდათ, რომლითაც ისარგებლა 6,118 ბიზნესმა. მცირე სასტუმროებს კი სახელმწიფომ დაუსუბსიდირა საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის 80%.
რა სახის ხელშეწყობა იგეგმება კიდევ სახელმწიფოს მხრიდან რეგიონში არსებული მცირე სასტუმროებისთვის ამ კითხვით, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას მივმართეთ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან წულაია ამბობს, რომ მცირე სასტუმროების ბიზნესის ხელშეწყობა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, მისივე თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფომ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გრანტები გასცა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის "ზრდას" მიერ რამდენიმე კერძო სასტუმრო დაფინანსდა.

საოჯახო სასტუმრო მესტიაში.
"ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულება უფრო მარკეტინგია.
გავაკეთეთ 12 ტური, რომელმაც მთლიანდ მოიცვა სამეგრელოს ღირსშესანიშნაობა და ტურისტულ კომპანიებს გაუკეთა პრეზენტაციები, რომ მომავალში უკვე თავიანთ მარშრუტებში ჩასვან, როგორც დანიშნულების ადგილი. ასევე მარკეტინგის ნაწილში გავაკეთეთ რამდენიმე ინფო და მედია ტური, რომელიც ხელს უწყობს სამეგრელოს ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას, ასევე მზადდება სამეგრელოს ერთიანი საიმიჯო ვიდეორგოლი და ივლისის დასაწყისში გავა შესაბამის პლატფორმებზე", - ამბობს ლევან წულაია.
რაც შეეხება ანაკლიას, ლევან წულაიას თქმით, სანამ არ გაირკვევა როდის აშენდება ანაკლიის პორტი, მანამდე ამ მიმართულებით ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა რთულია.
"ანაკლიის პორტის თემა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავგეგმოთ მომავალში, რა და როგორი მიმართულებებით ვიმუშავოთ. სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ ანაკლიამ როგორც კურორტმა თავისი ნიშა მიიღოს", - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, როგორი იქნება წლევანდელი ტურისტული სეზონი, ამის პროგნოზი რთულია, რადგან ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.
"კარგია რომ შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ მეორეს მხრივ, არის რისკები, რომ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია, თუმცა ივლისი და აგვისტო კარგი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ამის მოლოდინი გვაქვს, უკვე დაგვიკავშირდნენ უკრაინული, ყაზახური, პოლონური, ჰოლანდიური ტურისტული სააგენტოები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამეგრელოს ტურებით. ამიტომ უკეთესობა უნდა იყოს, თუ ვირუსის ახალი ტალღა არ დაგვემუქრა", - ამბობს ლევან წულაია.
რამდენიმე დღეში, ანაკლიაში ტურისტული სეზონი გაიხსნება, სასტუმროს მეპატრონეებმა გვითხრეს,რომ მათთან მომუშავე პერსონალის უმეტესობა ვაქცინირებულია, ან რეგისტრირებული და ჯავშნის რიგს ელოდება.
მაისში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ტურისტულ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო ობიექტებად.
რამდენი ადამიანი აიცრა ახალი სეზონის დაწყებამდე ტურიზმის სფეროში, ამაზე "ლაივპრესმა" კითხვით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს მიმართა.
"ნამდვილად არ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ მთლიანად 18 წელს ზემოთ სამიზნე მოსახლეობის, რაც 1 მილიონ 700 ათასია, 5,3 % აცრილია ორჯერადი აცრით, ერთჯერადი აცრით კი 9.2 %", - გვიპასუხა ამირან გამყრელიძემ.