საზოგადოება
რთული გზა განათლებისთვის, ოკუპაციის გავლით - გალელი აბიტურიენტების არჩევანი
FaceBook Twitter
E-mail Print
აბიტურიენტების ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან, უკვე მესამე წელია ვერ ახერხებს ზუგდიდში გადმოსვლას და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას. მართალია თავის დროზე პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ყველა მსურველისთვის, ვისაც ე.წ. ნებართვა აქვს, სოხუმის გადაწყვეტილებით მხოლოდ 5 ივლისს გაიხსნა, თუმცა ეს არსებითად არაფერს ცვლის, რადგან საგამოცდო პროცესი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1-ელი ივლისიდან მიმდინარეობს. ხიდი ახალგაზდებისთვის დროულად რომც გახსნილიყო, მეორე დამაბრკოლებელი გარემოება მათთვის, გალის სკოლების საატესტატო გამოცდები აღმოჩნდა, რომელიც ეროვნული გამოცდების პერიოდს დაემთხვა.

აბიტურიენტი აფხაზეთიდან, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, ერთ-ერთია, რომელიც ეროვნული გამოცდების მიღმა დარჩა. ამბობს, რომ კონტროლი იმ გადასასვლელებზე, რომლითაც წინა წლებში სხვა აბიტურიენტებს უსარგებლიათ და მალულად გადასულან ზუგდიდში, დღეს აფხაზი და რუსი ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან მკაცრად კონტროლდება. ამიტომ, სურვილი რომც ჰქონოდა ადმინისტრაციული საზღვრის ჩუმად კვეთის, წელს ეს შესაძლებლობაც აღარ იყო:

"ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი, თუნდაც მალულად გადასვლას და გადმოსვლას. გამოდის, თუ გადავიდოდი, მაშინ იმავე, ან მომდევნო დღეს უკან უნდა დავბრუნებულიყავი მორიგი საატესტატო გამოცდისთვის. მერე ზუგდიდში ისევ უნდა გადავსულიყავი. გადმოსვლა ვერც ჩემმა კლასელებმა შეძლეს".

მაშინ, როცა ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდა, ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდში მოხვედრის იმედი არც ჰქონია. ფიქრობდა, რომ საატესტატო გამოცდები ეროვნულს არ დაემთხვეოდა და როგორმე შეძლებდა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას. მართალია გალში საატესტატო გამოცდები დასრულდა, თუმცა უკვე გადმოსვლის აზრს ვეღარ ხედავს.

რატომ სურს სწავლის თბილისში გაგრძელება და რატომ არ რჩება აფხაზეთში, აბიტურიენტის თქმით, აქ მეტი პერსპექტივა და განვითარების შესაძლებლობაა. არ უნდა ისწავლოს ისეთ უნივერსიტეტსა და ქალაქში, სადაც თავს დაცულად ვერ იგრძნობს ეთნიკური დისკრიმინაციის გამო:

"ხარისხიანი განათლების მიღება ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულია. აქ ცხოვრების მანძილზე არ მქონდა საშუალება, სრულფასოვანი განათლება მიმეღო. ელემენტარული, სასკოლო, ან საკითხავი ლიტერატურის შეძენის შესაძლებლობა არ მქონია, რადგან არც ერთი ნორმალური წიგნის მაღაზია, ან ბიბლიოთეკა არ ყოფილა ჩემს ახლოს. ვგრძნობ, რომ ე.წ. ხელისუფლებს არ აინტერესებ და არ სჭირდება განათლებული მომავალი თაობა".

გალელი აბიტურიენტი საერთაშორისო ურთიერთობებზე აბარებს. ჩამონათვალში შავი ზღვის უნივერსიტეტი თავშივე მიუთითა. ახლა კი არ იცის, ავტომატური ჩარიცხვის პირობებში სად გადაანაწილებენ. ამიტომაც ფიქრობს, ხელისუფლებას დე ფაქტო მთავრობასთან მეტი უნდა ემუშავა ენგურის ხიდის აბიტურიენტებისთვის დროულად გასახსნელად.

გალელი აბიტურიეტები, რომლებმაც პანდემიის გამო ვერ შეძლეს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, შარშანდელის მსგავსად წელსაც უგამოცდოდ ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. თუმცა როგორც "ლაივპრესის" რესპოდენტები ამბობენ, ამ უპირატესობას, კონკურენტულ გარემოში საკუთარი ძალების მოსინჯვა ერჩივნათ.

"უგამოცდო ჩარიცვა ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო აბიტურიენტებისთვის, მაგრამ არ იყო საკეთესო შესაძლებლობა, დახმარების საუკეთესო გზა. ჩემი აზრით, როგორმე უნდა მოეხერხებინათ, რომ აბიტურიენტებისთვის მაინც გაეხსნათ ხიდი, რათა ყველას ჰქონოდა საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალება", - გვითხრა გალის მცხოვრებმა.

საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა უნდოდა კიდევ ერთ გალელ აბიტურიენტს, მაგრამ ამბობს, რომ მთელი კვირის განმავლობაში საატესტატო გამოცდებს აბარებდა და ხიდი ღია რომც ყოფილიყო, ზუგდიდში გადმოსვლას მაინც ვერ შეძლებდა. პარალელურად, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასაადგილებლად აუცილებელ დოკუმენტს, დე ფაქტო მთავრობის მიერ გაცემულ ფორმა#9-ს ვადა გაუვიდა და ესეც დამატებითი პრობლემაა ახლა მისთვის.

პროფესიად ფსიქოლოგია შეარჩია და პრიორიტეტად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიუთითა, რადგან ფიქრობს, რომ ეს სასწავლებელი ბევრად ხარისხიან განათლებას მისცემს მას აფხაზეთისგან განსხვავებით, სადაც ცოდნით კი არა, დღემდე დიპლომს ფულით ყიდულობენ. ამ ყველაფერთან ერთად კი, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მოთმენაც უწევთ ქართველებს.

ეროვნული გამოცდებისთვის ჯერ დამოუკიდებლად ემზადებოდა. საჭირო მასალებს ინტერნეტში ეძებდა. მერე ტელესკოლის გაკვეთილებს უსმენდა და ცოტა ხანი მეზობელ სოფელშიც იარა პედაგოგთან, რომელსაც ხელფასს აბიტურიენტების მოსამზადებლად ქართული მხარე უხდიდა. თუმცა ეს სერვისი ყველა სოფელში არ იყო, რაც მოსწავლეებისთვის დამატებით ტრანსპორტის ხარჯსაც მოითხოვდა. ამბობს, რომ გალელ ახალგაზრდებს ისედაც სულ არათანაბარ პირობებში უწევთ გამოცდების ჩაბარება, რადგან მათი და დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ აბიტურიენტთა მომზადების დონე განსხვავებულია.

მისი სამომავლო გეგმები - სწავლა და პროფესიით დასაქმება თბილისს უკავშირდება, რადგან გალში განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს. რაც შეეხება ენგურის ხიდის გახსნას, შიშობს, ისევ მალე არ დაკეტონ:

"მოსახლეობა ამბობს, ალბათ ერთ კვირაში დაკეტავენო. არ გვაქვს გარანტია, რომ სულ ასე იქნება, რადგან როცა მოუნდებათ, მაშინ კეტავენ რეალურად".

გალში წელს სკოლა 322-მა მოსწავლემ დაამთავრა. მათგან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 210 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. თუმცა რამდენმა შეძლო ზუგდიდში გადმოსვლა და საგამოცდო პროცესში მონაწილეობა, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ ჯერ არ იცის. მისი თქმით, წლევანდელი აბიტურიენტების რიცხვს შესაძლოა დაემატონ ის ახალგაზრდები, რომლებმაც შარშან დაამთავრეს სკოლა.

მისი თქმით, აბიტურიენტებისთვის პანდემიასთან და აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდის ჩაკეტვასთან ერთად, ხელისშემშლელი გარემოება, გალში მიმდინარე საატესტატო გამოცდებიც აღმოჩნდა. კორონავირუსის გამო აფხაზეთში 15 ოქტომბრიდან შეწყვეტილი სასწავლო პროცესი თებერვალში განახლდა. ამიტომაც, სკოლებში სწავლა მხოლოდ 25 ივნისს დასრულდა და საატესტატო გამოცდები ივლისის პირველ რიცხვებშიც გაგრძელდა.

"რომ არ ჩაებარებინათ, სკოლა დამთავრებულად არ ჩაეთვლებოდათ. იძულებულები იყვნენ დარჩენილიყვნენ, თუნდაც შემდგომ სამოძრაო საბუთი რომ აეღოთ. სკოლის სასკოლო გამოსაშვები გამოცდის ჩაბარების გარეშე ამას ვერ შეძლებდნენ. სხვა უამრავი პრობლემაა", - უთხრა ნონა შონიამ "ლაივპრესს".

მისივე ცნობით, გალელი აბიტურიენტების სწავლის საფასურს ამჯერადაც სახელმწიფო დაფარავს და სტუდენტები იმ სასწავლებლებში გადანაწილდებიან შესაბამისი პროფილით, რასაც თავად მიუთითებენ განცხადებებში. სწორედ ამ განცხადებებით გაირკვევა, წელს რამდენი სტუდენტი ეყოლება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ უნივერსიტეტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან.

"საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძლების მსურველთა რიცხვი არ მცირდება წლიდან წლამდე. ყველას უნდა მიიღოს ქართული განათლება. საშუალოდ ყოველწლიურად გვყავს 200, 180 აბიტურიენტი. შარშან 385 ჩაირიცხა", - აღნიშნა ნონა შონიამ.

მართალია ენგურის ხიდი 5 ივლისიდან ყველა მსურველისთვის გაიხსნა, თუმცა მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთას მანამდეც ახერხებდნენ. იქნებოდა ეს შემოვლითი გზა, მალულად, რასაც რამდენიმე მოქალაქე ემსხვერპლა კიდეც, თუ ფულის სანაცვლოდ. ამაზე წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიც. მათი ცნობით, ხიდზე 2000-3000 რუსულ რუბლად (88-132 ლარის ეკვივალენტი), ნებისმიერი ტვირთის გადატანა-გადმოტანა იყო შესაძლებელი და იმავე პრინციპით ატარებდნენ აფხაზეთის მცხოვრებთაც.

გალელი აბიტურიენტებისთვის არც პანდემიამდე იყო მარტივი ზუგდიდში გადმოსვლა. ზოგიერთი საოკუპაციო ხაზს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად კვეთდა. ასე მოხდა 2019 წელს, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ ხიდი გაურკვეველი დროით ჩაკეტა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ქმედებების", აქციების საპასუხოდ. მაშინ რამდენიმე აბიტურიენტი ე.წ. მესაზღვრეებს გაექცა და მავთულხლართებზე გადაძრომისას დაშავდა. ზოგიერთმა კი გადმოსვლა თანხის სანაცვლოდ შეძლო. 

პანდემიის გამო ენგურის ხიდი ბოლო ორი წლის მანძილზე რამდენჯერმე გაიხსნა და დაიკეტა. დე ფაქტო მთავრობა ამ ხიდს ცალმხრივად ხსნიდა, რომ დანარჩენ საქართველოში მყოფებს სახლებში დაბრუნება შეძლებოდათ. ბოლოს ე.წ. საზღვარი, რომელიც გალის და ზუგდიდის დამაკავშირებელი ერთადერთი "გამშვები პუნქტია" დღეს, პენსიონერებისთვის და მრავალშვილიანებისთვის გახსნეს. საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლებას სოხუმი მძიმე ავადმყოფებსაც აძლევდა.

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა სრულად იყვნენ უზრუნველყოფილი თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლებით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი
სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
11:43 / 04.01.2022
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად
არჩევანის წინაშე დგანან - მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს,
11:31 / 09.12.2021
მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად არჩევანის წინაშე დგანან - მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.