მწვადი, ბურგერი, ხაჭაპური და ვინიგრეტი - რა დაუჯდა ბიუჯეტს სასაფლაოებზე პოლიციის მორიგეობა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2-დან 4 მაისის ჩათვლით, სასაფლაოებთან
დანაყოფების მობილიზაცია მოახდინა,
პოლიცია მთავრობის დადგენილებით ხელმძღვანელობდა, რომელიც,
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სასაფლაოების
ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლის აკრძალვას გულისხმობდა.
პოლიციელები 3 დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, ქალაქსა და სოფელში სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს აკონტროლებდნენ, რომ მოქალაქეებისთვის სასაფლაოებზე შესვლის უფლება.არ მიეცათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუკგვერდზე განთავსებულია ვიდეომასალა, სადაც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების სასაფლაოდან მორიგე პოლიციელების კადრებია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დილიდან სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ. პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს ახორციელებენ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია სამინისტროს მიერ 2 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში, რის ქვეშაც მოქალაქეების ბევრი კომენტარია, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ აღნიშნული შეზღუდვების დაწესების გამო.
მათი აზრით, აღდგომის დღეებში საფლავების მონახულებას არაფერი აქვს საერთო კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებთან.
მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა მაინც მოახერხა ამ დღეს საფლავებზე ჩუმად გასვლა.

60 წლის ალექსანდრეც მათ შორისაა, ვინც აღდგომის მეორე დღეს, აკრძალვის მიუხედავად, დილით ადრე სასაფლაოსკენ გაეშურა.
"ცოლი 10 წლის წინ გარდამეცვალა, მე და ჩემი ქალიშვილი ვცხოვრობთ. მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, ყოველ წელს, ჩემი ძმები, დები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ, ოჯახებით ჩამოდიან და საფლავზე ერთად გავდივართ. წელს, ისევე როგორც შარშან ამ შეზღუდვების გამო არ ჩამოსულან. მესმის, რომ ხალხმრავლობა ახლა საშიშია, თუმცა როცა მარტო ვარ, რატომ უნდა იყოს აკრძალული არ მესმის. თუნდაც დავეკავებინეთ, მაინც უნდა წავსულიყავი, სხვანაირად არ შემეძლო.
წინა დღით ყვავილები ვიყიდე და ქალიშვილისთვისაც არ მითქვამს, ისე წავედი დილით ადრე სასაფლაოზე, ცენტრალურ შესასვლელთან პოლიციის 3 მანქანა იდგა, მეც მანქანით ვიყავი, გამოვბრუნდი, მანქანა გზაში დავტოვე და ფეხით, შემოვლითი გზით მაინც შევედი, მხოლოდ რამდენიმე წუთი ვიყავი", - ამბობს ალექსანდრე.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სასაფლაოებთან მორიგეობისთვის 324 პოლიციელი გამოიყვანეს.
სატენდერო დოკუმენტაციებიდან ირკვევა, რომ მათ კვებაზე, 3 დღის განმავლობაში ბიუჯეტიდან 13 ათას 608 ლარი დაიხარჯა, რაც სხვა რეგიონების დეპარტამენტების მიერ დახარჯულ თანხებს აღემატება.
მორიგე პოლიციელთა დღიური ულუფა ასე გამოიყურება:
1 ცალი მჭადი - 60 თეთრი, ყველი 50 გრამი - 1 ლარი, 2 ცალი კვერცხი - 1,2, ვინიგრეტი 0.1 - 1 ლარი, ქათმის ხორცი 1 ულუფა, - 3 ლარი, ლიმონათი 1ცალი - 1.2 , წყალი 1 ცალი - 60 თეთრი, პური 1 ცალი - 1 ლარი. ხაჭაპური - 1 ულუფა 2 ლარი, ფხალი 10 გრამი - 1, 80, აჯიკა 5 გრ - 60 თეთრი.
შედარებით ნაკლები - 233 თანამშრომელი გამოიყვანა ამ დღეს სამცხე - ჯავახეთის პოლიციამ, მათ კვებაზე დახარჯული თანხა 9331.65 ლარია.
კიდევ უფრო ნაკლებია ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დახარჯული თანხა - 7324.35 ლარი 253 თანამშრომლისთვის.
კახეთში, სადაც სასაფლაოებთან 810 პოლიციელი გამოიყვანეს, 12 150 ლარი დაიხარჯა.
გურიაში 165 პოლიციელის კვებაზე დაიხარჯა 6534 ლარი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა - 9900 ლარი გამოყო 275 თანამშრომლის კვებით უზრუნველყოფაზე.

რეგიონებში მენიუ ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ზოგან რამდენიმე ღვეზელია სხვადასხვა შიგთავსით, ზოგან კი ბურგერ ბეკონ-დოგი და ქათმის ბარბექიუ. რამდენიმე დეპარტამენტმა შეიძინა პეპსი და შოკოლადიც.
სატენდერო დოკუმენტაციაში არ იძებნება ამ დღისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების შესყიდვები.
სასაფლაოზე შესვლაზე დაწესებული შეზღუდვის რამდენი დარღვევის ფაქტი გამოვლინდა, ამის შესახებ შსს -ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, აღდგომის დღესასწაულზე, ქუთაისში, სასაფლაოზე დააკავეს აქტივისტი ნიკა ნარსია, რომელიც მამის და დის სასაფლაოზე ცდილობდა შესვლას.
აჭარაში, აკრძალვის წესის დარღვევვის გამო, დააკავეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი.
ასევე, ვარკეთილში, ე.წ დამპალოს სასაფლაოზე შესვლის მცდელობისთვის მოქალაქე ბექა პაპაშვილი დააკავეს. მას ბაბუის საფლავზე შესვლა სურდა, თუმცა, პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. მოქალაქემ ეს გააპროტესტა - პოლიციას ეუბნებოდა, რომ შესვლის უფლება მიეცათ და 2000-ლარიანი ჯარიმა გამოეწერათ. ინციდენტს მისი დაკავება მოჰყვა.
სულ რამდენი დაიხარჯა მთელი საქართველოს მასშტაბით სასაფლაოებთან მორიგეობის დროს პოლიციელთა კვებაზე, ამ ინფორმაციის მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, უწყებამ წერილზე გვიპასუხა, თუმცა მოგვწერა, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს.
ატვირთულ ტენდერებში მითითებულ თანხას თუ დავაჯამებთ, გამოდის, რომ რეგიონებში სასაფლაოებთან მორიგე პოლიციელთა კვებაზე 58 ათას 848 ლარი დაიხარჯა.