საზოგადოება
პაციენტების ინფიცირების მაღალი რისკი - რიგები „მეთადონის პროგრამის“ სერვისცენტრში
FaceBook Twitter
E-mail Print
40 წლის ირაკლი აფხაზეთიდანაა, მეოთხე წელია, რაც "მეთადონის" ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პაციენტია. კუთვნილი დოზის მისაღებად, ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდის სერვისცენტრში ყოველდღე დადიოდა, თუმცა გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, უკვე შინ ვერ ბრუნდება და ბულვარში სძინავს.

ამბობს, რომ მედიკამენტის მისაღებად გრძელ რიგში უწევს დგომა, ამიტომ ეშინია არ დაინფიცირდეს და ვირუსი ოჯახის წევრებს არ მიუტანოს.

"პატარა ოთახში, რომელიც არ ნიავდება, ყველა ერთად დგას, რიგს არავინ არ იცავს, ერთმანეთს ეწებებიან. ბოლო რამდენიმე დღეში 5 ადამიანი დაინფიცირდა ამ პროგრამის მონაწილეებიდან. ყველაზე ცუდი ისაა, რომ დაინფიცირებულები მოდიან, მართალია ავადმყოფობის შემთხვევაში შესაძლებელია იქით წამლის მიტანა, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ოჯახის წევრებმა არ იციან ჩვენი ამ პროგრამაში ყოფნის შესახებ, ამიტომაც მოდიან აქ და სხვებს აინფიცირებენ. ახლა, როცა ქვეყანაში ყველაზე მძიმე სიტუაციააო, რომ ამბობენ, რატომ არ იღებენ ზომებს, ზუგდიდშიც მყავს ახლობლები, მაგრამ ვერიდები მათ შეწუხებას, ყოველდღე ვერ გადმოვდივარ და მირჩევნია აქ დავრჩე ქუჩაში. ადამიანებად რომ არ გვთვლიან, ეს არის ყველაზე საწყენი", - ამბობს ირაკლი.

მის მსგავსად, მესტიის მცხოვრები სვანეთში მცხოვრები პაციენტი ღამეს ზუგდიდის ბულვარში ათენებს, რადგან ეშინია ვირუსი შვილებს არ მიუტანოს.

"ყოველდღე 260 კმ უნდა გავიარო ამის დასალევად, მერე ისევ სახლში მივბრუნდე, ავტობუსები არ დადის, ყოველდღე ტაქსის ფული საიდან უნდა მოვიტანო, შვილები მყავს შვილიშვილებიც, არ მინდა ბავშვებთან შევიტანო ვირუსი, უკვე მერამდენე დღეა აქ ზუგდიდში, ბულვარში ვათენებ. 5 კაცზე მეტი არ შეიძლებაო და კარიდორში რომ ვდგავართ 1000-მდე კაცი, რას გვერჩიან არ ვიცი ", - ამბობს პაციენტი.

ზუგდიდის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე ნატა აბულაძე ამბობს, რომ მეთადონის ბინაზე გატანის საკითხი ადგილობრივ სერვისცენტრში არ წყდება, ამას ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს.

მისივე თქმით, პანდემიის დასაწყისში, პაციენტებს 5 დღის სამყოფი მედიკამენტის გატანის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ შეცვალა.

"როგორც ვიცი დაფიქსირდა არამიზნობრივი მოხმარების ფაქტები, რის გამოც გადაწყვეტილება გაუქმდა. ახლახან გვითხრეს, რომ სიები მოგვაწოდეთო, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ისევ ისე რჩება", - ამბობს ნატა აბულაძე.

ჩანაცვლებითი პროგრამის პაციენტებისთვის მეთადონის 5 დღის დოზის გატანის შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ შარშან, მარტში მიიღო. ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ ეს ცვლილება პანდემიის დროს დაავადების გავრცელების აღკვეთას ისახავდა მიზნად, შემდეგ ეს გადაწყვეტილება სექტემბერში გაუქმდა, ოქტომბრიდან კი განახლდა, რომელიც ივნისამდე მოქმედებდა.

რატომ გაუქმდა პაციენტებისთვის მეთადონის ბინაზე გატანის შესახებ გადაწყვეტილება, მაშინ როცა ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, მინისტრმა ამის მიზეზად პროგრამის კონტროლთან დაკავშირებული ხარვეზები დაასახელა.

"ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არ მიიღება ერთპიროვნულად, ვმსჯელობთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. რამდენჯერმე იქნა გადაწყვეტილება მიღებული 5-დღიანი პერიოდით დოზის გატანასთან მიმართებით, რამაც გამოიწვია როგორც შეკითხვები, ასევე ხარვეზები კონტროლთან მიმართებით. სწორედ ამის გამო მოხდა პროგრამის დაბრუნება ჩვეულ რეჟიმში და პრეპარატი გაიცემა ყოველდღიურად. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მსჯელობა, ასევე დაკვირვება, ყველანაირი ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ და ყველა ინსტრუმენტის ამუშავების შემდეგ, რომ პროგრამას საფრთხე არ შეექმნას, მიღებული იქნას გადაწყვეტილება", - განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 5-დღიანი ვადით "მეთადონის" გატანის გაუქმება გაუმართლებლად ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის დირექტორს კახა კვაშილავას.

"როცა ქვეყანაში, დიდია საფრთხეა ეპიდემოლოგიური კუთხით, გაუმართლებელია, მინისტრის ეს გადაწყვეტილება. დილის საათებში სერვისცენტრებში უამრავი ადამიანი დგას რიგში. ულუფის შინ გატანის შემთხვევაშიც რისკებს, რა თქმა უნდა, ბოლომდე ამოწურულად ვერ ჩავთვლით, თუმცა სიტუაცია განიმუხტება. შესაძლებელია რიგების მართვა, ადამიანს ეცოდინება, როდის მივიდეს, თავისი სამყოფი რომ მიიღოს.

რაც შეეხება მოსაზრებებს, რომ თითქოს ისინი ყიდიან მეთადონს, ასეთი რისკები ახლაც არსებობს, ვთვლი, რომ როცა კანონდარღვევის კონკრეტული შემთხვევა იქნება, სრული უფლება აქვს შსს-ს მიიღოს ზომები. შესაძლოა არიან არაკეთილსინდისიერი ბენეფიციარები, მაგრამ ამის გამო, ყველას უფლება რატომ უნდა შეილახოს", - აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, სხვა ექსპერტებთან ერთად, მან არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს პანდემიის პირობებში, მედიკამენტის გატანის უფლების დაშვების თაობაზე, თუმცა საკითხის დადებითად გადაწყვეტა ჭიანურდება.

"გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის გაჭიანურებული და ბიუროკრატიის მანქანა მუშაობს ძალიან ზანტად, ადრეც ამას ვთხოვდით სამინისტროს და ახლაც იგივეს ვითხოვთ, რომ არ არის გამართლებული პანდემიის პირობებში, როცა ქვეყანა გამოკეტილია, გრძელი რიგები მეტადონის პროგრამის სერვისცენტრებში", - განაცხადა კახა კვაშილავამ.

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის სერვისცენტრში ყოველდღიურად, 800-მდე პაციენტი დადის.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით,
11:00 / 21.09.2021
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით,
ახალი სასწავლო წელი, საქართველოს მასშტაბით მოქმედ
სკოლებში ისევ დისტანციურად
10:16 / 02.09.2021
ახალი სასწავლო წელი, საქართველოს მასშტაბით მოქმედ სკოლებში ისევ დისტანციურად
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის
მიხედვით,
16:06 / 01.09.2021
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

„არ ყოფილა საშიში“ - ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიაში [ვიდეო]
74 წლის ზაურ ჯიქია დროებით მოწყდა თხილნარში მოსავლის
ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.