საზოგადოება
რა მოსაზრებებით ამბობენ უარს აცრაზე - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები
FaceBook Twitter
E-mail Print
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე გაიკეთებდით თუ არა ვაქცინას, გამოკითხულთა 47% პასუხობს რომ არა. 7%-მა არ იცის. 35% ამბობს რომ კი.

უფრო ადრე, IRI-ის მიერ, ივნისში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45 % ვაქცინას არ გაიკეთებს.

არსებობს, რამდენიმე გავრცელებული მოსაზრება, რომლის გამოც ადამიანები აცრების გაკეთებისგან თავს იკავებენ. "ლაივპრესი" გთავაზობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მასალების მიხედვით მომზადებულ განმარტებებს ამ მოსაზრებებზე.

1. უფლება მაქვს არჩევანი გავაკეთო და რატომ უნდა ავიცრა?

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა მოსახლეობის 60%-იანი მოცვა არის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც შეძლებს ცვლილება შეიტანოს დაავადების შემდგომ გავრცელებაში, ამიტომაც, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე უნდა აიცრას, რომ პანდემია შესუსტდეს.

2. ჯანმრთელი ვარ და აუცრელადაც იოლად გადავიტან.

ვაქცინაცია აყალიბებს იმუნიტეტს, იცავს ადამიანს დაავადებისგან, ამცირებს დაავადებულ ადამიანთა რიცხვს და შედეგად ამცირებს დაინფიცირების, ავადობის და სიკვდილობის რისკს.
ვაქცინაციის შედეგად ისევე ხდებაკოვიდ -19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტის შექმნა, როგორც ე.წ. ბუნებრივი გზით ანუ დაავადების გადატანის შედეგად. თუმცა, ვაქცინაციისაგან განსხვავებით, დაინფიცირებისას ადამიანი იმყოფება დაავადების მძიმე გართულებებისა და გარდაცვალების რისკის ქვეშ.კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში, ორგანიზმის ბუნებრივი იმუნიტეტი შესაძლოა უფრო ხანმოკლე აღმოჩნდეს, განსხვავებით ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტის.
აუცრელობის შემთხვევაში, კი შესაძლოა ადამიანი არ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს, თუმცა დაინფიცირდს დაინფექცია გაავრცელოს მაღალი რისკის მქონე ადამიანებში, ასევე წინასწარ არავინ იცის რა სიმძიმით განვითარდება დაავადება.

3. კოვიდი აცრილებსაც ემართებათ და რატომ უნდა გავიკეთო?

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მიზნად ისახავს შეამციროს ინფიცირების ალბათობა, დაავადების გართულებისა და სიკვდილიანობის შანსი. ვერცერთი ვაქცინა ვერ უზრუნველყოფს ინფიცირების აბსოლიტურ პრევენციას. იქნება შემთხვევები, როდესაც სრულად ვაქცინირებული ადამიანები მაინც დაინფიცირდებიან, მაგრამ შანსი იმისა, რომ მათ დასჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია ან დაავადებას სერიოზული გართულება მოჰყვება, ნაკლებია.

4. კორონავირუსის ვაქცინები ბოლომდე არ არის გამოკვლეული, ეს ექსპერიმენტული ვაქცინაა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მწარმოებლებისა და მკვლევარების მიერ გადიან 3-ეტაპიან კლინიკურ კვლევას, რომლის მიზანია დადგინდეს მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა. კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაში მკვლევარები ვაქცინირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადარებენ არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ეს საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ვაქცინის გვერდითი მოვლენები და,ასევე, დაავადების განვითარების მაჩვენებელი ვაქცინირებულ ადამიანებსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც მიიღო პლაცებო (სამკურნალო საშუალების იმიტირება და არა ნამდვილი მედიკამენტი).კლინიკურ კვლევებში ჩართულია ათი ათასობით ადამიანი. მკვლევარები კვლევაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს ვაქცინაციიდან მინიმუმ 2 თვის განმავლობაში აკვირდებიან, რათა გამოავლინონ ვაქცინაციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რომლებმაც,შესაძლოა, შედარებით გვიან იჩინოს თავი.

5. არავინ იცის რამდენ ხანს გრძელდება მისი მოქმედება.

როგორც კოვიდ-19, ასევე მისი საწინააღმდეგო ვაქცინაც ახალია. შესაბამისად, ჯანდაცვის ექსპერტებმა ამ ეტაპზე ზუსტად არ იციან რა პერიოდის განმავლობაშია დაცული ადამიანი ინფექციის გადატანის ან ვაქცინაცის შემდეგ; მეორეს მხრივ, კარგადაა ცნობილი, რომ კორონავირუსიმა მსოფლიოში უამრავი გართულება და სიკვდილი გამოიწვია. ვაქცინაცია ყველაზე უსაფრთხო არჩევანია!
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით,
11:00 / 21.09.2021
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით,
ახალი სასწავლო წელი, საქართველოს მასშტაბით მოქმედ
სკოლებში ისევ დისტანციურად
10:16 / 02.09.2021
ახალი სასწავლო წელი, საქართველოს მასშტაბით მოქმედ სკოლებში ისევ დისტანციურად
40 წლის ირაკლი აფხაზეთიდანაა, მეოთხე წელია, რაც
08:55 / 01.09.2021
40 წლის ირაკლი აფხაზეთიდანაა, მეოთხე წელია, რაც "მეთადონის" ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პაციენტია.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

„არ ყოფილა საშიში“ - ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიაში [ვიდეო]
74 წლის ზაურ ჯიქია დროებით მოწყდა თხილნარში მოსავლის
ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.