საზოგადოება
ბრძოლა სიცოცხლისთვის და კორონავირუსის წინააღმდეგ - ექიმები რუხის საავადმყოფოდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ მუშაობა კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღისას, 2020 წლის აპრილში, ცხელებით შესული პირველი სამი პაციენტის მიღებით დაიწყო. მას შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში 5 ათასამდე პირს უმკურნალეს. აქედან 600 ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებია.

პარალელურად, საავადმყოფოში გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, რუხის კლინიკაშიც იკლო კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველთა რაოდეობამ. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლევან ფსუტურის თქმით, თუ მანამდე დღიურად 500-600 ადამიანს ცრიდნენ, ბოლო ერთი თვეა, ეს ციფრი 100-130-ს არ აღემატება. 29 სექტემბრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან, რუხის საავადმყოფოში ჯამში 31 ათასი პირი აცრეს. მათგან მხოლოდ 600-ია ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები.

დღეის მონაცემებით, კლინიკაში მოთავსებულია 200-მდე პაციენტი. აქედან 31-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ, ან კრიტიკულად ფასდება. ჰოსპიტალიზირებულებს შორის 4 არასრულწლოვანია. როგორც ექიმი განმარტავს, მათთან ხვდებიან ძირითადად აუცრელი, ან მხოლოდ ერთი დოზით აცრილი პირები.

რაც შეეხება სრულად, ორივე დოზით ვაქცინირებულებს, როგორც ლევან ფსუტური გვიხსნის, ინფიცირების შემთხვევაში ისინი ბინაზე მკურნალობენ და არ დასჭირვებიათ ჰოსპიტალიზაცია. სწორედ ამიტომ, ექიმი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ პანდემიიის დასასრული კიდევ გაიწელება დროში და ვირუსს მეტი ადამიანი შეეწირება.

36 წლის ლევან ფსუტურისთვის პანდემიის დასრულება სახლში და ძველ სამსახურში, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაბრუნებას ნიშნავს, სადაც 10 წელია ემერჯენსოლოგია. როდის შეიძლება ეს მოხდეს, ექიმს პასუხი არ აქვს:

"თუ ვაქცინაციის ტემპი ასე გაგრძელდა, სამწუხაროდ დიდი ხანი მოგვიწევს ასე ყოფნა", - ამბობს ლევან ფსუტური. 24 საათიან რეჟიმში მუშაობის პირობებში, ექიმმა ვერ შეძლო მამის გვერდით ყოფნა, მაშინ როცა მან ინფარქტი გადაიტანა.

"ეს ძალიან დიდი სტრესია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და კიდევ გავაგრძელებთ სანამ საჭირო იქნება", - თქვა ლევან ექიმმა.

ფოტოზე: ლევან ფსუტური და მაიკო ჯანაშია

მიაჩნია, რომ ახლა უმნიშვნელოვანესია როგორც მედპერსონალის, ასევე პაციენტების ოპტიმისტური განწყობა, ბრძოლისუნარიანობის და იმედის შენარჩუნება. მისი თქმით, ვაქცინაციასთან ერთად კარგი განწყობის შენარჩუნება ყველაზე კარგი იარაღია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამ მოსაზრებას იზიარებს საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი მაიკო ჯანაშიაც. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მსგავსად, მასაც პანდემიის პირობებში, დედაქალაქიდან ზუგდიდში დასახლება მოუწია. მაიკო ჯანაშია თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმია. ფიქრობს, რომ ახლა იქ არის, სადაც ყველაზე მეტადაა საჭირო. პაციენტებთან ყოველდღიური ურთიერთობიდან გამომდინარე, უკვე ზეპირადაც კი იცის მათი ჯანმრთელობის ისტორია. ცდილობს მათი ემოციური მდგომარეობაც მართოს. მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის განმავლობაში 24 საათიანი მუშაობისას კოვიდ პაციენტების მართვის მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა, დღემდე უწევს სირთულეებთან გამკლავება:

"პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩემთვის ყველაზე რთულია ამ ვირუსის ზოგჯერ არალოგიკური დასასრული. მიუხედავად ძალიან დიდი ბრძოლისა, თავგანწირვისა...ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც არის ლეტალურად დასრულებული შემთხვევები, რომელიც ყველაზე მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის", - ამბობს 33 წლის მაიკო ექიმი.

მისივე სიტყვებით, რამდენწლიანიც არ უნდა იყოს სამუშაო გამოცდილება, ექიმისთვის ჩვეულებრივი ვერასდროს გახდება პაციენტის გარდაცვალება:

"ეს უმძიმესი ტრაგედიაა. არ არსებობს ექიმს დაავიწყდეს პაციენტი, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა მთელი ძალით და მიუხედავად ასეთი ძალისხმევისა, მაინც სავალალო შედეგი დადგა".

მაიკო ჯანაშიას თქმით, ამ სირთულეების გადალახვაში მედპერსონალს გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტები ეხმარებიან, რომელთა რიცხვი გაცილებით მეტია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის მოსალოდნელი მეხუთე ტალღის და მოახლოებული ზამთრის
ფონზე,
14:11 / 09.10.2021
კორონავირუსის მოსალოდნელი მეხუთე ტალღის და მოახლოებული ზამთრის ფონზე,
2 ოქტომბერს ზუგდიდი, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად,
ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.
14:25 / 01.10.2021
2 ოქტომბერს ზუგდიდი, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.
სოფელში მცხოვრები გოგოსთვის 31 წლის ასაკში ყველაფერი მას შემდეგ
შეიცვალა,
17:06 / 30.09.2021
სოფელში მცხოვრები გოგოსთვის 31 წლის ასაკში ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა,
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით,
11:00 / 21.09.2021
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.