აცრების მაჩვენებელი იკლებს - მოქალაქეთა გულგრილობა თუ პასიური სახელმწიფო პოლიტიკა
კორონავირუსის მოსალოდნელი მეხუთე ტალღის და მოახლოებული ზამთრის
ფონზე,
ქვეყანაში ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი იკლებს. თუ ჯერ კიდევ
აგვისტოში საშუალოდ 20-30 ათასი ადამიანი იცრებოდა, დღეს ეს ციფრები
4-9 ათასს შორის მერყეობს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი ისევ ორციფრიან
ნიშნულზეა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ასე
გაგრძელდა, წინ მძიმე თვეები გველის.
მართალია ამცრელი პუნქტები სოფლებში მოეწყო, გაიზარდა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა, ავტობუსებშიც სთავაზობენ მოსახლეობას აცრებს და ვაქცინირებულთათვის წამახალისებელი გათამაშებაც კი დაიწყო, თუმცა ფაქტია, რომ ეს ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩდა.
ვაქცინაციის მაჩვენებელი სამეგრელოს რეგიონში
სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 ოქტომბრის მონაცემით ჯამში აცრილია 116 499 მოქალაქე. მათგან ერთი დოზით 63 156 მოქალაქე აიცრა, ორივე დოზით კი 53 343. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადგილობრივ წარმომადგენლობაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ სამიზნე მოსახლეობა - 18 წელს ზემოთ მოსახლების 60%, ჯამში 140 979 პირია:
"აქედან, თუ ამ სამიზნე პროცენტზე გავალთ, ერთი დოზით აცრილი გვყავს 44,8%, ორივე დოზით 37,8%. მაგრამ, თუ ვიანგარიშებთ როგორც მოზრდილი მოსახლეობის მთლიან რაოდენობას, ანუ რაც გვყავს - 234 965 მოქალაქეს, აქედან აცრილია ერთი დოზით 26,9%, ორი დოზით 22,7%".
ზუგდიდი
მოზრდილი მოსახლეობის მიხედვით, ერთი დოზით აიცრა 37,6%, ორივე დოზით 26,1%. სამიზნე კონტიგენტიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 62,7%, ორივე დოზით 43. 4%.
აბაშა
პირველი დოზით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 16,3%, ორივე დოზით 12,4%. სამიზნე მოსახლეობიდან ერთი დოზით აიცრა 27,2%, ორივე დოზით 20,6%.
მარტვილი
მოზრდილი მოსახლეობის მიხედვით, პირველი დოზით აცრილია 15%, ორივე დოზით 10,%. რაც შეეხება სამიზნე კონტიგენტს, ერთი დოზით 24,9% აიცრა, სრულად ვაქცინირებულია 18,%.
მესტია
პირველი დოზით აიცრა მოზრდილი მოსახლეობის 15,3%, ორივე დოზით 11,2%. სამიზნე კატეგორიიდან პირველი დოზით 25,4% აიცრა, ორივე დოზით 18,6%.
სენაკი
მოზრდილი მოსახლეობის 15,3% აიცრა პირველი დოზით, ორივეთი 13,9%. სამიზნე კონტიგენტი - ერთი დოზით აიცრა 25,5%, ორივეთი 23,2%.
ფოთი
ერთი დოზითაა აცრილი მოზრდილი მოსახლეობის 36,1%, სრულად ვაქცინირებულია 29,7%. სამიზნე მოსახლეობის 60,1%-ია აცრილი ერთჯერადად, ორივე დოზით 49,5%.
ჩხოროწყუ
მოზრდილი მოსახლეობის 21,7% ერთჯერადად აიცრა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. 15,6% კი სრულად ვაქცინირებულია. სამიზნე კონტიგენტიდან ერთხელ აიცრა 36,2%, ორჯერ 26,% ორივე დოზით.
წალენჯიხა
ერთხელ აიცრა მოზრდილი მოსახლეობის 13,3%, 10,1% ორივე დოზით. სამიზნე მოსახლეობის 22,2% ერთხელაა ვაქცინირებული, ორჯერ კი 16,9%.
ხობი
ხობში მოზრდილი მოსახლეობის 17% აიცრა პირველი დოზით. ორივე დოზით აცრილია 12,2%. რაც შეეხება სამიზნე კონტიგენტს, 28,3% აიცრა პირველი დოზით, ორივეთი 20,4%.
აცრების მაჩვენებელმა იკლო რუხის კოვიდ კლინიკაში, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმომსვლელებსაც ემსახურება. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლევან ფსუტურის ინფორმაციით, თუ მანამდე დღიურად 500-600 ადამიანს ცრიდნენ, ბოლო ერთი თვეა, ეს ციფრი 100-130-ის ფარგლებშია. სააავადმყოფოში კი, როგორც ექიმი განმარტავს, ძირითადად აუცრელი პაციენტები ხვდებიან, ან ისინი, ვინც მხოლოდ ერთი დოზითაა აცრილი. სრულად ვაქცინირებულების მკურნალობას ბინაზე მართავენ და მათი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დამდგარა. ერთადერთ გამოსავლად პანდემიის დასრულების, ფსუტურს ვაქცინაცია მიაჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ ვირუსს კიდევ მეტი ადამიანი შეეწირება.
ხელისუფლების მიზანი წლის ბოლოსთვის, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იყო, რისთვისაც დღეში 30 ათასი მოქალაქე უნდა აცრილიყო. ამ რაოდენობის მოქალაქე საქართველოში მხოლოდ ერთხელ, აგვისტოში აიცრა. სექტემბრის შუა რიცხვებიდან კი მაჩვენებლები ჯერ განახევრდა, ახლა კი 10 ათასზე ნაკლებია.
რატომ იკლო მოთხოვნამ ვაქცინაციაზე?
ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძის აზრით, როგორც ჩანს ამოიწურა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან, პანდემიის დასრულების ყველაზე ეფექტურ გზად ვაქცინაციას მიიჩნევდნენ, ან ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რაზეც პასუხი მიიღეს და აიცრნენ. ან კიდევ "ფაიზერს" ელოდებოდნენ. დღეისთვის, ექსპერტის თქმით, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი რჩება მოქალაქეების, ვინც იცრება, და რასაც ყოველდღიური მონაცემები მოწმობს.
აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ იმ ადამიანების გადმობირება, რომლებიც ფსევდო წარმოდგენებით, რელიგიური თუ სხვა მიზეზით ამბობენ უარს ვაქცინაციაზე, რთული იქნება და სავარაუდოდ შეუძლებელიც. ასეთი "იდეოლოგიურად მოწინააღმდეგეები", მისი აზრით, საქართველოს მოსახლეობის 10-12%-ია, დანარჩენები კი უფრო სკეპტიკოსები არიან.
ჯანდაცვის ექსპერტი იშველიებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივ საზოგადოებრივ კვლევას, რომელიც აგვისტოს ჩათვლით სამჯერ ჩატარდა, ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების გასაზომად. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც წინააღმდეგი, სკეპტიკოსი ან მომხრე იყო პროცესის, პრაქტიკულად არ შეცვლილა, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - მოსახლეობასთან სათანადო ეფექტის მქონე სტრატეგიული კომუნიკაცია არ ყოფილა. აკაკი ზოიძის განმარტებით, სანამ ქვეყანა მასობრივად მიიღებდა ვაქცინებს, მთელი ეს პერიოდი ხელისუფლებას დეზინფორმაციის და მითების გასაქარწყლებლად უნდა გამოეყენებინა. რაც არ მომხდარა. ანტივაქსერებმა კი, წარმატებულად მოახერხეს ამ ინფორმაციული ვაკუუმის შევსება.
მისი თქმით, ცხადია, პრესკონფერენციები, სატელევიზიო ეთერით სარგებლობა, რამდენიმე სტატიის გამოქვეყნება მედიაში, გარკვეული აქტივობები საკმარისი ვერ იქნებოდა ვაქცინაციის გააქტიურებისთვის. პირიქით, ცოცხალი კომუნიკაციიდან დაწყებული, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, უნდა მოეცვათ საზოგადოების ყველა სეგმენტი იმ ადამიანების, ინსტიტუტების დახმარებით, ვისგანაც მოსახლეობა იღებს ინფორმაციას და ენდობა. ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში კი, მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდებინათ საჭირო ცნობები.
ჯანდაცის ექსპერტის თქმით, სოფლებში ვაქცინაცია, ავტობუსების გამოყენება აცრებისთვის, მარათონი, ექიმთა წახალისება, მთელი ეს ღონისძიებები უფრო ადრე დაწყებულიყო. ამასთან, აცრაზე პასუხისმგებელი მედპერსონალისთვის მიეწოდებინათ განახლებული ინფორმაციები, რათა თავიდან აერიდებინათ შემთხვევები, როცა მოქალაქეები ამცრელი ოთახიდან სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით გამოაბრუნეს.
აკაკი ზოიძეს დღეს გამოსავლად ვაქცინაციის კარდაკარის ჩატარება მიაჩნია, მთავარი გზავნილების ამ გზით მიტანა თითოულ ოჯახამდე, ისევე, როგორც ამას პოლიტიკოსები აკეთებენ საკუთარი მესიჯების გასაცნობად.
"უნდა ავუხნათ ადამიანებს, ამოვწუროთ დარწმუნების პოტენციალი, რომ ყველა ოჯახში მოვხვდეთ, დავუთმოთ დრო მათ კითხვებზე პაუხის გაცემას, ავუხსნათ ვაქცინაციის სარგებელი, უსაფრთხოება და ის, თუ რამდენად იცავთ მათ და ირგვლივ მყოფებს აცრით, რომ გადამდებობისგან და სიკვდილისგან გვიცავს. ამაზე მეტი არგუმენტი რა უნდა იყოს? ამაზე უფრო ეფექტიანი წამალი არ გამოუგონია ჯერ არცერთი დაავადებს წინააღმდეგ კაცობრიობას, რომ შენ 90%-ის ზემოთ გიცავდეს გართულებებისგან და სიკვდილისგან", - უთხრა აკაკი ზოიძემ "ლაივპრესს".
ჯანდაცვის ექსპერტს ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად მიზანშეწონილად მიაჩნია ე.წ. ირიბი იძულების გზა, რაც გულისხმობს ერთგვარი დისკომფორტის შექმნას აუცრელი ადამიანებისთვის მომსახურების მიღებისას, იქნება ეს რესტორანი თუ სხვა დაწესებულება. ზუსტად ისე, როგორც არაერთი ქვეყანა მოიქცა. აკაკი ზოიძის თქმით, აუცრელ პირებ შორის ბევრია ისეთი, ვინც გულგრილია საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, არ უშვებს, რომ ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა დაუმძიმდეს მდგომარეობა და შესაბამისად, არც სხვების ჯანმრთელობას უფრთხილდება:
"რაც მთავარია, ეს ადამიანები ცდილობენ იპოვონ მიზეზი, რატომ არ აიცრან. ამიტომ, დიდი ხალისით უსმენენ და აღიქვამენ ანტივაქსერთა განცხადებებს, ვიდრე საღი აზრის შემცველ განცხადებებს", - გვითხრა აკაკი ზოიძემ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ისრაელის მაგალითით ხშირად უპირისპირდებიან აცრის პროცესს ვაქცინებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები. ისინი ამბობენ, რომ აქ ისევ მაღალია კორონავირუსის შემთხვევები და სიკვდილიანობა.
"ისრაელი უკვე აღარაა სამაგალითო ქვეყანა დიდი ხანია. ევროპის და მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ გადაუსწრო მათ ვაქცინაციის მოცვის ხარისხით. ერთი რამე თვალსაჩინო და უდავოა, ქვეყნებში სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია", - ამბობს კულუმბეგოვი.
რას გეგმავს ხელისუფლება
საქართველოში ამ დრომდე 2 ათასს აჭარბებს კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები. გვაქვს გარდაცვლილთა ორნიშნა ციფრი, სტატისტიკის მიღმა კი ადამიანები და მათი ოჯახები არიან. ჯერჯერობით მონაცემთა კლების მოლოდინი არავის აქვს. წინ ზამთარია და დაანონსებული მეხუთე ტალღა. ექიმებს კი კვლავ შესაძლებლობების ზღვარზე უწევთ მუშაობა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად, რომელიც დღეს საგანგაშო ნიშნულზეა, აპირებენ უფრო მეტი მობილური ჯგუფის მობილიზებას და ხალხმრავალ ადგილებში მოსახლეობისთვის აცრის შეთავაზებას. ამასთან, იგეგმება ოჯახის ექიმების და ექთნებისთვის ანაზღაურების გაზრდაც, თუ ისინი 60 წელზე ზემოთ პირებს ვაქცინაციაში დაარწმუნებენ.
პარარელურად, ოქტომრის შუა რიცხვებიდან ქვეყნის მასშტაბით, დიდ დასახლებულ პუნქტებში, ძირითადად სოფლებში, იმუნიზაციის მარათონი, კვირეული უნდა ჩატარდეს. მარათონის მიზანი, 2-3 კვირის განმავლობაში, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა იქნება.
9 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატრდა 1 862 753 აცრა. ბოლო 24 საათში აიცრა 9 457.
სამეგრელო-ზემო სვანეთში 8 ოქტომბერს მხოლოდ 642 პირი აიცრა.
ქვეყანაში სულ დადასტურებულია 631 563 შემთხვევა, გარდაცვლილია 9 221 პაციენტი.