რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი „სუფთა რეგიონი 2021-ის" გამარჯვებულია
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტები კონკურსის "სუფთა რეგიონი 2021-ის" გამარჯვებულები არიან. დაჯილდოების ცერემონიალზე ზუგდიდი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა, მესტია ყველაზე სუფთა დაბად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭკადუაში ყველაზე სუფთა სოფლად, ხოლო ნომინაცია "ლამაზი ეზოს" გამარჯვებული ზუგდიდის სოფელ ცაიშში ბესიკ პერტაიას ეზო გახდა.

აგრეთვე ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადაეცა ქალაქ ფოთში ეზოს მფლობელს ბორის პაპასკუას, ააიპ ზუგდიდდასუფთავების ხელმძღვანელს ნუგზარ მალაშხიას, ააიპ ზუგდიდდასუფთავების ზედამხედველობის და კონტროლის სამსახურს, ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია "DREAMERS" წარმომადგენელს პაატა გოგოხიას, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალის აღმასრულებელი მდივანს - სოფიო კონჯარიას, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარეს ილარიონ ფიფიას.

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა. კონკურსი "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები" ორგანიზებით გამოცხადდა. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის წევრები, შვედეთის საელჩოს და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა
დღეს
18:10 / 24.06.2022
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა დღეს
წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
ზოგიერთ ადმინისტრაციულ
19:30 / 23.06.2022
წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და შოთა მესხიას ზუგდიდის
სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,
15:10 / 18.06.2022
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,
საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა თომას მიულენმა, ზუგდიდში
ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში,
13:02 / 17.06.2022
საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა თომას მიულენმა, ზუგდიდში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.