რეკლამა
ზუგდიდი ევროკავშირის პროექტ EU4Culture გამარჯვებულია
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდმა ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ის კონკურსში გაიმარჯვა და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირისგან 300 000 ევრომდე დაფინანსებას მიიღებს.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, ზუგდიდმა, ქუთაისმა და ფოთმა კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად 30 000 ევროს ოდენობით ევროკავშირის გრანტები მიიღეს. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ კულტურის განვითარების სტრატეგიების შეფასების შემდეგ პროექტის კონსორციუმმა გამარჯვებული ქალაქი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა.

ზუგდიდის კულტურის განვითარების 5-წლიანი სტრატეგია, ასახავს ქალაქის მთავარ კულტურულ თემებს, პრიორიტეტებს, 2022-2026 წლების მიზნებს, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ზუგდიდმა შემდეგი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გამოკვეთა; ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ინოვაციების, რეწვისა და გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა. EU4Culture-ს მიზანია, კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის, დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.

ნიკოსეულ სასახლეში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილეები და პროექტ EU4Culture-ის პროექტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ტერაბანკი ანდროიდის სისტემის მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფი,
16:41 / 15.11.2022
ტერაბანკი ანდროიდის სისტემის მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფი,
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში, 100 ბავშვზე
გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.
15:21 / 09.11.2022
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში, 100 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.
სოციალური სახლების მშენებლობასა და ერთი თბილი ოთახის პროგრამაზე
განცხადებების მიღება დასრულდა.
11:42 / 08.11.2022
სოციალური სახლების მშენებლობასა და ერთი თბილი ოთახის პროგრამაზე განცხადებების მიღება დასრულდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებული სამეფოს
11:00 / 05.11.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.