საზოგადოება
“ამ ადგილმა აგვირჩია” — გაიცანით გოგო, რომელიც წალკაში საოჯახო ბიზნესს მართავს
FaceBook Twitter
E-mail Print
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს. კოტეჯი "დაშბაშის პანორამა" მდინარე ხრამის ხეობაში, პატარა გორაკზე, მისივე სახლის ეზოში დგას. იქიდან ყველაფერი ჩანს, რაც ასე იზიდავს ტურისტებს. მათი რიცხვი კი იზრდება, განსაკუთრებით, ბოლო დროს, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდის გახსნის შემდეგ.

კოტეჯი დაშბაშის კანიონის შუშის ხიდსაც ზემოდან დაჰყურებს. გარდა კანიონის ხედისა, ირგვლივ ბევრი რამ იქცევს ყურადღებას — თითქმის ეზოს მიჯნაზევეა X საუკუნეში აშენებული მცირე ზომის ეკლესია. ეზოდან ერთ-ერთი ბილიკი ჩანჩქერთან ჩადის და ეს ყველაფერი ქმნის განცდას, რომ ეზო სახლითა და კოტეჯით, სრულ ჰარმონიაშია დაშბაშის ღირსშესანიშნაობებთან.

"ადგილმა აგვირჩია"

"ჩვენ არ აგვირჩევია ეს ადგილი, ამ ადგილმა აგვირჩია. ბოლო წლებში, თვითონ მოგვთხოვა, რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა აქ", — ამბობს ერნა და განმარტავს, რომ კანიონის მიმართ ტურისტების გაზრდილ ინტერესთან ერთად, "ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა".

სახლის წინ ბილიკი გადის, რომელიც ახალ ინფრასტრუქტურამდე, ხეობაში ჩასასვლელი ძირითადი გზა იყო. ამიტომ, ტურისტებთან ურთიერთობა მუდმივად უწევდათ. მათთან ყოველი კომუნიკაცია კი ოჯახს პირდაპირ მიანიშნებდა, რა სჭირდებოდათ ხეობის სტუმრებს.

"გვეკითხებოდნენ, ხომ არ იცით, სად შეიძლება, ვჭამოთ ან გავჩერდეთო. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, გადაგვედგა პირველი ნაბიჯები.

2018 წელს პატარა მაღაზიით დავიწყეთ. ეს განსაკუთრებულად რთული პერიოდი იყო ჩემთვის, რადგან მაღაზიაშიც ვმუშაობდი და, პარალელურად, ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი.

წამოწყებამ გაამართლა. შემდეგ კაფე გავხსენით და ვხვდებოდით, რომ სასტუმროც უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა არა ტიპური სასტუმრო, არამედ, განსხვავებული, ისეთი, ავთენტური რომ იქნებოდა ბუნებასთან და ამ ადგილთან. მივხვდით, ეს უნდა ყოფილიყო ხის კოტეჯი პანორამული ხედით", - ამბობს ერნა.

პატარ-პატარა ნაბიჯებით დიდ მიზნამდე

ოჯახი ერნას იდეებს ყოველთვის მხარს უჭერდა, ჩანაფიქრიდან — რეალიზებამდე. ასეა დღესაც — სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, ერნასთან ერთად, ოჯახის ყველა წევრია ჩართული.

"ჩემს ყველა იდეაზე ამბობდნენ — კარგი, მოდი, ვცადოთ, ეს კი მოტივაციას მიასმაგებდა. განსაკუთრებით, დედის მხარდაჭერა იყო მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ემოციური თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან სწორ და გამოსადეგ რჩევებს მაძლევდა", - აღნიშნავს ერნა.

იდეების რეალიზებამდე, როგორც თვითონ ამბობს, "პატარ-პატარა ნაბიჯებმა" მიიყვანა. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყო მეტი ინფორმაციის მოძიება საგრანტო პროექტზე "ეს წალკაა", რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა.

თავდაპირველად ამ პროექტის შესახებ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან (LAG) შეიტყო, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

"მახსოვს, LAG-ის წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ავრცელებდნენ ინფორმაციას. ჩემი იდეით სწორედ მათ მივმართე და ძალიან დიდი მხარდაჭერაც მივიღე — დამაკვალიანეს, რა იყო მნიშვნელოვანი პროექტის წერისას, რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი.

დიდი გამოწვევა იყო. არც ცოდნა მქონდა, არც — გამოცდილება. LAG-ის დახმარების პარალელურად, პროექტის წერისას უამრავ ინფორმაციას ვიძიებდი ინტერნეტიდანაც. ზოგჯერ ინტუიციას მივყვებოდი. სირთულეების გადალახვაში ჩემი ოპტიმისტური ხასიათიც მეხმარებოდა. ამის მიუხედავად, იყო მომენტები, როდესაც შემშინებია, რომ არ გამომივიდოდა, მაგრამ - არა! ასეთ პერიოდებს თვითრწმენა და ბევრი შრომა უნდა დაუპირისპირო", - ამბობს ერნა.

გამოწვევების მიუხედავად, მიზნის მიღწევა მაინც შეძლო. მან საკუთარი იდეა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში — ეს წალკაა" საგრანტო კონკურსში წარადგინა და 30 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა.

ევროკავშირის ეს პროექტი სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილია. მისი მიზანია, წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებისთვის შემოსავლის მრავალფეროვანი წყაროები შექმნას და მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივ და ბიზნეს ინიციატივებს. ამ პროექტის ფარგლებში არაერთი გრანტი გაიცა და პეპანიანების ოჯახიც მათ შორისაა.

"დაშბაშის პანორამა"

კოტეჯის მართვისას ოჯახის წევრებს როლები გადანაწილებული აქვთ. ერნა, მეტწილად, სტუმრებთან კომუნიკაციასა და სასტუმროს პოპულარიზებაზე ზრუნავს.

"ვმართავ გვერდებს Booking-ზე, Airbnb-სა და Facebook-ზე. ეს პლატფორმები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუმრების მოსაზიდად, არამედ უკუკავშირის მისაღებადაც. უკუკავშირი პოზიტიურია. განსაკუთრებულად კი ის გვახარებს, როდესაც წერენ, ხედის გამო მოვედით, მაგრამ მასპინძლობის კულტურამ მოლოდინს გადააჭარბაო.

ვიზიტორებისთვის მხოლოდ კომფორტული პირობების შექმნა არაა საკმარისი. მასპინძლობაა მნიშვნელოვანი — დახვედრა, გულწრფელი ემოციური კავშირი მათთან და გულღიაობა. მთავარია, მიიღო ისინი ისე, როგორც საკუთარ სახლში", - ამბობს ერნა.

ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის "ეს წალკაა" ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ორგანიზაციაCENN-თან ერთად, უკვე მესამე წელია წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებაზე, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაზე და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციაზე მუშაობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებით. ეს პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივთა დასაქმებას, ქალთა გაძლიერებას და შედეგად, რეგიონში ეკონომიკის განვითარებას.

ავტორი: გიორგი გიორგაშვილი


სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი
სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
11:43 / 04.01.2022
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.