საზოგადოება
წალენჯიხის საკრებულო არ დაეთანხმა ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის მოსაზრებას
FaceBook Twitter
E-mail Print

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უმრავლესობა არ ემხრობა ჯვარის მუნიციპალურ ერთეულად ჩამოყალიბების მოსაზრებას, - საკითხი დღეს, 8 აპრილს განიხილეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც 15-მა დეპუტატმა ოთხის წინააღდეგ მისცა ხმა.

„ცხრამეტი დეპუტატიდან მხოლოდ ოთხმა გასცა დადებითი პასუხი ჯვარის მუნიციპალურ ერთეულად ჩამოყალიბების შესახებ დასმულ კითხვას. აქედან გამომდინარე საკრებულომ არ ჩათვალა საჭიროდ ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნა. თხუთმეტმა უპასუხა ამ კითხვას უარყოფითად და იმ თხუთმეტიდან ერთ-ერთი მე ვიყავი“, - განუცხადა „ლაივპრესს“ საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანიამ, რომლისთვისაც მიუღებელია ჯვარის მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების მსურველთა არგუმენტი, რომ თითქოს ქალაქს არ მიეწოდება სრულყოფილი მომსახურება.

 

„ამბობენ, რომ ამას მოითხოვენ მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით და ჩემი პასუხია, რომ ეს ყველანაირი სერვისი ჯვარში არსებობს. იქ მომსახურების ცენტრი არსებობს და ჩვიდმეტი სხვადასხვა სახის მომსახურებით სარგებლობენ. ცენტრი აგვისტოში შეიქმნა და უკვე 5000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა. ის, რომ ვიღაცას გამგებლობა და რესურსცენტრის ხელმძღვანელობა უნდა არ ნიშნავს, შეიქმნას ახალი მუნიციპალიტეტი“.

 

დავით ბელქანიას განცხადებით, იმ ფონზე, როცა 3 აპრილს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველობის თემების შექმნის პროექტს, რომლის თანახმად თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით 6 ქალაქთან ერთდ მიენიჭება ზუგდიდს და ერთ თვითმმართველ ქალაქში ერთი თემი - მუნიციპალიტეტი შეიქმნება, აზრი არ აქვს ჯვარში აქციების გამართვას და მისი მუნიციპალური დამოუკიდებლობის მოთხოვნას.

 

„თუკი ასეთი რამ ქვეყნის მასშტაბით მოხდება და კანონით იქნება გათვალისწინებული, მაშინ ამას საკრებულოშიც დაუჭერენ მხარს, მაგრამ ახლა ექსპერიმენტი ჯვარში ჩავატაროთ?!", - ამბობს დავით ბელქანია.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოსაზრებას არ ეთანხმება და ჯვარისთვის 2006 წლამდე არსებული სტატუსის ისევ დაბრუნების მსურველია საკრებულოს წევრი დავით ჭიჭინაძე. ის ჯვარის მუნიციპალური დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფის წევრი და ამავე მოთხოვნით გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

 

მისი ინფორმაციით, საკითხზე მოსაზრების ჩამოყალიბება საკრებულოს, სამთავრობო კომისიამ სთხოვა და შესაბამისი წერილი მას 20 მარტს გამუგზავნა, რომელსაც ვადა ხვალ, 9 აპრილს ეწურება.

 

„საკრებულოს წევრებიდან უმრავლესობა იყვნენ ასე ვთქვათ წალენჯიხის ზონის წევრები და ჩვენ ოთხი ვიყავით ჯვარის ზონის წარმომადგენლები. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა საკმაოდ ბევრი წევრი, განსაკუთრებით ჩვენი ზონიდან. საკითხზე უარყოფითი მოსაზრება დააფიქსირდა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

ის ასევე არ იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარის მოსაზღებას, რომ ჯვარის მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების საკითხზე აქციების მოწყობა და წერილის გაგზავნა მთავრობისადმი დაგვიანებულაია.

 

„ჩვენი გეგმები ასეთია, ვაპირებთ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან და კიდევ ერთხელ დავარწმუნოდ ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში, რადგან 2006 წლამდე ჩვენ ეს თვითმმართველობა გვქონდა და მაშინდელმა კანონმა და რეფორმამ დაგვაკარგვინა. აღმოჩნდა, რომ ქალაქი წალენჯიხა, რომელიც არაფრით არ განსხვავდებოდა ქალაქ ჯვარისგან უცებ გახდა ყველაფრის მფლობელი. ჩვენ კიდევ ყველაფერი დავკარგეთ, ანუ თვითმმართველობის ქონება, ბიუჯეტი და ყველაფრით დამოკიდებული ვართ წალენჯიხაზე“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

მისივე ცნობით, 9 აპრილს მთავრდება პროექტზე კონსულტაციის ვადები და უახლოეს დღეებში სამთავრობო კომისია შეიკრიბება, რომელიც განიხილავს ახალ მოსაზრებებს, მათ შორის წალენჯიხის საკრებულოს პოზიციას.

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალ ქალაქ ჯვარში მუნიციპალური ავტონომიის მოთხოვნით 5 აპრილს გაიმართა აქცია. მოქალაქეებმა მთავრობას მიმართეს და ინიციატივის პარლამენტში წარდგენა სთხოვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ჯვარი, ლია, ფახულანი, ჭალე, მუჟავა, ეწერი და ჩქვალერი წალენჯიხის მუნიციპალიტეტს უნდა გამოეყოს, რადგან სრულყოფილ მუნიციპალურ მომსახურებას ვერ იღებენ.

 

საინიციატივო ჯგუფმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი ქალაქი ჯვარის მუნიციპალურ ავტონომიად გადაკეთების მოთხოვნით ხელმოწერები უკვე გაუგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში წალენჯიხას 14-დან 7 ტერიტორიული ერთეული გამოაკლდება და ჯვარის ახალ მუნიციპალურ ორგანოში გაერთიანდება.

 

დაბა ჯვარს ქალაქის სტატუსი 1981 წელს საბჭოთა საქართველოში მიენიჭა.

 

ამავე თემაზე


მუნიციპალური ავტონომიის მოთხოვნით ჯვარში აქცია გაიმართა [Video]

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.