სხვა ამბები
პოლიციაში, მუზეუმსა და სამხედრო სამსახურში დასაქმებული პოპულარული კატები [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
არსებობს ბრიტანელი კატების შესახებ რამდენიმე ისტორია, რომელიც ამსხვრევს მითს მათი სიზარმაცისა და ძილის მიმართ სიყვარულის შესახებ. ბიბისი გთავაზობთ სხვადასხვა პროფესიის კატის რამდენიმე ამბავს.

კატა ფოსტალიონი

1868 წელს ლონდონის ფულადი გზავნილების სამსახურში ოფიციალურად აიყვანეს სამი კატა თაგვების დამჭერად. ჰქონდათ ხელფასი, რომელიც მათ მოვლაზე იხარჯებოდა. სამსახურში მისული კატა 6 თვის განმავლობაში გადიოდა სტაჟირებას. მალე კატების თანამშრომლებად აყვანა მთელს ინგლისში პოპულარული გახდა. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო კატა ტიბსი. საფოსტო სამსახურში ბოლო იყო კატა ბლეკსი, რომელიც 1984 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ კატების საფოტო სამსახური გაუქმდა.

კატები პოლიციაში

ბრიტანეთის ერთ-ერთი ქალაქის პოლიციის განყოფილებაში დასაქმებული კატა ოსკარის მოვალეობაა პოლიციელთათვის ფსიქოთერაპიული დახმარების გაწევა. მსგავსი სამსახურით არის დაკავებული კატა სმოუკი ქალაქ სკეგნესშიც. მისი საქმეა პოლიციის განყოფილებაში სასიამოვნო გარემოს შექმნა. თანამშრომლების თქმით, „აქ მუშაობა ძალიან სტრესულია და მათთვის მნიშვნელოვანია შესვენების დროს განიტვირთონ და ეთამაშონ სმოუკის“.

კატები შოუბიზნესში

კატებისთვის ყოველთვის იყო სამუშაო ადგილი კინოინდუსტრიაში. მაგალითად, ორი მოწითალო ფერის კატა ჰარი პოტერის ფილმის მსახიობი გახდა. ყველა კატამ, რომელიც გადაღებებში მონაწილეობდა, გაიარა წვრთნები - წინასწარ ასწავლეს მსახიობის მხრებზე ახტომა და გაუნძრევლად წოლა.

კატები მუზეუმში

1960 წლამდე ბრიტანეთის მუზეუმში უამრავი კატა იყო ჩასახლებული. ამ შენობაში აღმოაჩინეს ასობით უსახლკარო კატის თავშესაფარი. მუზეუმის მენეჯერმა გადაწყვიტა მათი განადგურება, თუმცა კატები გადაარჩინა აქ მომუშავე დამლაგებელმა, რეკს შეფარდმა. მან მოგვიანებით დააარსა კატების უფლებების დამცველი ორგანიზაცია. საბოლოო ჯამში კატები მუზეუმში დარჩნენ. ისინი შენობას იცავდნენ მღრღნელებისგან და ხშირად ხდებოდნენ საგაზეთო სტატიების გმირები. მაგალითად, სიუზი ცნობილია იმით, რომ მტრედი დაიჭირა ჰაერში. პიპინი და პოპეტი კი კომოდზე ოსტატური ტრიალით.

ახლა ბრიტანეთის მუზეუმში არ არის არცერთი კატა, მხოლოდ დარბაზში თუ შეხვდებით მათ ფიტულს.

კატები სამხედრო სამსახურში

მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ბრიტანულ გემში მინიმუმ ერთი კატა ცხოვრობდა, მაგრამ მხოლოდ ერთმა, საიმონმა მიიღო უმაღლესი სამხედრი ჯილდო.

გემი, რომელზეც კატა საიმონი მსახურობდა, 101 დღის განმავლობაში იყო ალყაში. ამ ხნის განმავლობაში კატა მღრღნელებისგან იცავდა პროდუქტების მარაგს. გემის დაბომბვის დროს საიმონმა მძიმე ჭრილობები მიიღო, მაგრამ გადარჩა. სამშობლოში ჩასულს, როგორც გმირს ისე დახვდნენ. საიმონი ინგლისში, ომიდან დაბრუნების შემდეგ სამ კვირაში გარდაიცვალა და სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ფოტოზე: საიმონი

კიდევ ერთი ომის გმირი იყო ყირიმელი ტომი. მას სევასტოპოლის ტომსაც ეძახდნენ. კატამ 1854-1855 წლებში, ყირიმის ომის დროს ბრიტანელი და ფრანგი სამხედროები შიმშილისგან იხსნა. ტომიმ ისინი მიიყვანა სამალავამდე, სადაც რუსი სამხედროების საკვების მარაგი ინახებოდა.

ფოტოზე: კატის ფიტული ბრიტანეთის მუზეუმში
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, ფოთელი ბოდიბილდერი
ქვეყნის
21:56 / 05.07.2019
თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, ფოთელი ბოდიბილდერი ქვეყნის






მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მზარეულ ჯეიმი ოლივერს საქართველოში
ეპატიჟებიან.
12:05 / 12.02.2019
მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მზარეულ ჯეიმი ოლივერს საქართველოში ეპატიჟებიან.






კატა, რომელიც ამერიკაში, მონტანას შტატში თოვლში ჩაფლული და გაყინული
იპოვეს, გადარჩა.
11:32 / 10.02.2019
კატა, რომელიც ამერიკაში, მონტანას შტატში თოვლში ჩაფლული და გაყინული იპოვეს, გადარჩა.






ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, რეკორდული
ყინვების გამო რამდენიმე ქალაქი პარალიზებულია.
14:22 / 31.01.2019

ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, რეკორდული ყინვების გამო რამდენიმე ქალაქი პარალიზებულია.

ვიდეო
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე საპროტესტო
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
„ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს ულოცავს [ვიდეო]
ანსამბლი „ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს მათი ძველებური,
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეიდან ყველასთვის ღიაა.
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე
ფოტო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილში ხურმა სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
მზარეულის მაგიდა
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.