სხვა ამბები
კრიშტიანუ რონალდუმ 2 მილიონი ევროს ღირებულების საათით თავი მოიწონა
23 ოქტომბერს, მანჩესტერში ჩატარდა თამაში მანჩესტერ იუნაიტედსა და იუვენტუსს შორის. შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში იუვენტუსის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ აღმოჩნდა.

უკვე რამდენიმე კვირაა გამოძიება მიმდინარეობს 34 წლის ამერიკელი კეტრინ მაიორგას განცხადებაზე, რომ ის რონალდუმ გააუპატიურა. თავად ფეხბურთელმა ბრალდებას სიცრუე უწოდა. ის დარწმუნებულია, რომ მისი უდანაშაულობა მალე დადასტურდება.

ცნობილმა სპორტსმენმა პრესკონფერენციაზე ყველა გააოცა ძვირადღირებული და მისთვის უჩვეულო აქსესუარით. რონალდუს მაჯას ამშვენებდა 424 ცალი თეთრი და წითელი ბრილიანტის თვლებით მორთული Jacob& Co-ს საათი. Daily Mail-ის მონაცემებით, ამ საათის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ევროა. კრიშტიანუ რონალდუ 2013 წელს გახდა Jacob& Co-ს სახე. ამ ფაქტამდე მისი საათების ღირებულება 100-120 ათას ევროს არ სცილდებოდა.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ კომპანია Jacob& Co-მ სთხოვა კრიშტიანუ რონალდუს, გაეკეთებინა ასეთი ძვირადღირებული საათი, რადგან იცოდნენ, რომ ის ყურადღებას მიიპყრობდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






„შენ სანტა კლაუსის კიდევ გჯერა? - ზოგადად შვიდი წლის მერე თითქმის
არავის სჯერა“
12:25 / 25.12.2018
„შენ სანტა კლაუსის კიდევ გჯერა? - ზოგადად შვიდი წლის მერე თითქმის არავის სჯერა“






ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა შოუში, სადაც სარა ჯესიკა
16:40 / 20.12.2018
ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა შოუში, სადაც სარა ჯესიკა






ამერიკის შეერთებული შტატები 41-ე პრეზიდეტს ემშვიდობება.
18:28 / 04.12.2018
ამერიკის შეერთებული შტატები 41-ე პრეზიდეტს ემშვიდობება.






ჩინურმა ონლაინ მაღაზიებმა Dolce & Gabbana-ს ბოიკოტი გამოუცხადეს
18:15 / 23.11.2018
ჩინურმა ონლაინ მაღაზიებმა Dolce & Gabbana-ს ბოიკოტი გამოუცხადეს
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი