სხვა ამბები
ბოსტონის მაფიის ლიდერი საკანში მოკლული იპოვეს
ცნობილი ბოსტონელი განგსტერი ჯეიმს „უაიტ“ ბალჯერი ვირჯინიის შტატის საპატიმროს საკანში მკვდარი იპოვეს.

89 წლის „ირლანდიური მაფიის“ ბოსი ფლორიდის ციხიდან ვირჯინიის საპატიმროში გადაყვანიდან მეორე დღეს, 30 ოქტომბერს მოკლეს.

ბიბისი ტელეკომპანია CBS-იზე დაყრდნობით წერს, რომ ბალჯერი სასტიკად სცემეს საკანში მყოფმა სხვა პატიმრებმა. საქმეს იძიებს აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო.

ჯეიმს ბალჯერი 2011 წელს დააპატიმრეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 11 ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობასა და ფულის გამოძალვაში. ბალჯერს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

წარმოშობით ირლანდიელი ჯეიმს ბალჯერი ბოსტონში მოქმედი ირლანდიური კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო. ჩართული იყო ნარკოვაჭრობაში, აზარტულ თამაშებსა და მკვლელობებში. დაჯგუფების წევრები ხშირად ბანკებსაც ძარცვავდნენ. დაკავებამდე ბალჯერი ფედერალური ბიუროს ინფორმატორი იყო. ჯეიმს უაიტის კრიმინალურ ცხოვრებაზე რამდენიმე ფილმია გადაღებული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






„შენ სანტა კლაუსის კიდევ გჯერა? - ზოგადად შვიდი წლის მერე თითქმის
არავის სჯერა“
12:25 / 25.12.2018
„შენ სანტა კლაუსის კიდევ გჯერა? - ზოგადად შვიდი წლის მერე თითქმის არავის სჯერა“






ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა შოუში, სადაც სარა ჯესიკა
16:40 / 20.12.2018
ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა შოუში, სადაც სარა ჯესიკა






ამერიკის შეერთებული შტატები 41-ე პრეზიდეტს ემშვიდობება.
18:28 / 04.12.2018
ამერიკის შეერთებული შტატები 41-ე პრეზიდეტს ემშვიდობება.






ჩინურმა ონლაინ მაღაზიებმა Dolce & Gabbana-ს ბოიკოტი გამოუცხადეს
18:15 / 23.11.2018
ჩინურმა ონლაინ მაღაზიებმა Dolce & Gabbana-ს ბოიკოტი გამოუცხადეს
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი