სხვა ამბები
კალიფორნიაში ებრძვიან შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს [ფოტო]
კალიფორნიაში ხანძარს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 150 ათასმა კი საკუთარი სახლ-კარი დატოვა.
როგორც ბიბისი იუწყება, ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა ქალაქი ფარადაიზი.

კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს მესამე დღეა აქრობენ.

ცეცხლს 3500 მეხანძრე და სპეციალური ვერტმფრენები ებრძვიან. სტიქიასთან ბრძოლას ართულებს 40 გრადუსიანი სიცხე და ძლიერი ქარი.

დონალდ ტრამპის განკარგულებით კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.