სხვა ამბები
მიყვარხარ - აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის უკანასკნელი სიტყვები იყო
ამერიკის შეერთებული შტატები 41-ე პრეზიდეტს ემშვიდობება. უფროს ჯორჯ ბუშს მშობლიურ ტეხასის შტატში დაკრძალავენ, 6 დეკემბერს. წინა დღეს კი მოეწყობა გამოსამშვიდობებელი ოფიციალური ცერემონია.

ბუშის ცხედარი ამჟამად ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის როტონდაშია დასვენებული, სადაც ამერიკელები მას პატივს მიაგებენ. სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობა უკვე მიიღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანიამ, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებმა.

უფროსი ჯორჯ ბუში 94 წლის ასაკში 30 ნოემბერს, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. როგორც ნიუ-იორკ ტაიმსი წერეს, ბოლო პერიოდში უფროსი ბუში თავს ცუდად გრძნობდა და ძირითადად იწვა. გარდაცვალების დროს მასთან ოჯახის წევრები და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ბუშის დიდი ხნის მეგობარი ჯეიმს ბეიკერი იმყოფებოდნენ.

რა გველოდება წინ?- ჰკითხა მეგობარს ბუშმა.

სამოთხეში ვიქნებით - მიიღო პასუხად ბეიკერისგან.

ზუსტად იქ მინდა მოვხვდე - თქვა ბუშმა.

იმავე ღამით, უფროს ბუშს შვილმა, ჯორჯ ბუშმა დაურეეკა და უთხრა „მამა, მე შენ მიყვარხარ და შევხვდებით სხვა მხარეს“. მამამ უპასუხა - „მიყვარხარ“. ბეიკერი ირწმუნება, რომ ეს აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის უკანასკნელი სიტყვები იყო.