სხვა ამბები
მიშელ ობამა დემნა გვასალიას ფეხსაცმელებსა და ყვითელ კაბაში გამოეწყო
ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა შოუში, სადაც სარა ჯესიკა პარკერისგან იღებდა ინტერვიუს, მოდის სახლ „ბალენსიაგას“ ფეხსაცმელებსა და ყვითელ კაბაში იყო გამოწყობილი.

ბრჭყვიალა მაღალი ჩექმები, რომელიც მიშელ ობამას ეცვა, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა, ჯერ მაღაზიებში არ იყიდება და ბრენდის ვებ-საიტზე მისი ფასი 4 000 $-ს შეადგენს. ამავე კოლექციის ნაწილია კაშკაშა ყვითელი კაბაც.

მიშელ ობამამ ისიც ახსნა, როგორ არჩევს ტანსაცმელს, რომელიც მის მიმართ ინტერესიდან გამომდინარე ყოველთვის დაკვირვების საგანი ხდება. ის ამბობს, რომ ცდილობს ახალგაზრდა დიზაინერების ხელშეწყობას, რომლებისთვისაც რთულია ფართო საზოგადოების ყურადღების მიქცევა.

„ჩვენ შეგვიძლია მათი ცხოვრების შეცვლა, სწორედ ამიტომ ავირჩიე ჯეისონ ვუ, რომელმაც საინაუგურაციო კაბა შემიკერა.

არ მსურდა, ჩამეცვა იმის სამოსი, ვინც შინაგანად კარგი ადამიანი არ არის. ამის გაგება შესაძლებელია იმით, როგორ ეპყრობიან ისინი ჩემს თანამშრომლებს ან იქცევიან თავიანთ სამუშაო ადგილებზე. ყველას, ვისი სამოსიც მცმია, კარგი შინაგანი სამყარო აქვს“, - ამბობს მიშელ ობამა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მზარეულ ჯეიმი ოლივერს საქართველოში
ეპატიჟებიან.
12:05 / 12.02.2019
მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მზარეულ ჯეიმი ოლივერს საქართველოში ეპატიჟებიან.






კატა, რომელიც ამერიკაში, მონტანას შტატში თოვლში ჩაფლული და გაყინული
იპოვეს, გადარჩა.
11:32 / 10.02.2019
კატა, რომელიც ამერიკაში, მონტანას შტატში თოვლში ჩაფლული და გაყინული იპოვეს, გადარჩა.






ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, რეკორდული
ყინვების გამო რამდენიმე ქალაქი პარალიზებულია.
14:22 / 31.01.2019

ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, რეკორდული ყინვების გამო რამდენიმე ქალაქი პარალიზებულია.







21 იანვარს, გამთენიისას დედამიწის მცხოვრებლები იშვიათი სანახაობის
მომსწრე გახდნენ.
13:23 / 21.01.2019
21 იანვარს, გამთენიისას დედამიწის მცხოვრებლები იშვიათი სანახაობის მომსწრე გახდნენ.
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი