სხვა ამბები
სავსე მთვარის დაბნელება ფოტოებში
21 იანვარს, გამთენიისას დედამიწის მცხოვრებლები იშვიათი სანახაობის მომსწრე გახდნენ. მოქალაქეებს შეეძლოთ თვალი ედევნებინათ იშვიათი ასტრონომიული მოვლენისთვის -„სუპერ სავსე მთვარის დაბნელებისთვის“ ზოგიერთ შემთხვევაში მას მოიხსენიებენ ასევე „სისხლიანი მგლის მთვარედ“.

ფოტო გადაღებულია კალიფორნიაში

მოვლენამ ბევრი ფოტოგრაფის ყურადღება მიიპყრო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბიბისი აქვეყნებს მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავ კადრებს, რომლებმაც დამთვალიერებელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღაფრთოვანა.

ფოტო გადაღებულია მადრიდში

იშვიათი ასტრონომიული მოვლენა თბილისის დროით 6.30 წუთზე დაიწყო. მთვარის დაბნელებაზე დაკვირვება წელიწადში 2-ჯერ შეიძლება.

პანამელებმა ნახეს მთვარის დაბნელების ყველა ფაზა

ინგლისში, ლივერპულში მთვარე ნაწილობრივ ღრუბლებმა დაფარა

მთვარე მსხვილი ხედით ნახეს გერმანიაში, დრეზდენში