სხვა ამბები
ამერიკელმა ექიმებმა გაყინული კატა გადაარჩინეს
FaceBook Twitter
E-mail Print
კატა, რომელიც ამერიკაში, მონტანას შტატში თოვლში ჩაფლული და გაყინული იპოვეს, გადარჩა. ახლა ის თავს კარგად გრძნობს.

31 იანვარს, როცა პატრონმა კატა სახელად ფლაფფი თოვლში იპოვა, მისი ფუმფულა თმები მთლიანად დაფარული იყო ყინულით. გარეთ კი ამ დროს ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იყო.

პატრონმა კატა უმალვე ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანა. ფლაფფის სხეულის ტემპერატურა ექიმთან ვიზიტის დროს იმდენად დაბალი იყო, რომ ვერ გაზომეს. ექიმებმა ვერ შეძლეს მისთვის სისხლის გადასხმაც.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ახლმა ამბავმა ყველა გააოცა - კლინიკამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სასიხარულო ინფორმაცია, კატის საოცარი გადარჩენის შესახებ. ინფორმაციას თან ერთვოდა გაყინული და გამოჯანმრთელებული ფლაფფის ფოტოები.

„მათ გამოიყენეს რამდენიმე განსხვავებული მეთოდი, რათა ცხოველისთვის სხეულის ტემპერატურა გაეზარდათ. მათ შორის თბილი წყლით, ფენით და თბილი პირსახოცებით გადნობა. შემდეგ კი ფლაფფი მოათავსეს თბილ თავშესაფარში“, - უთხრა ტელეარხ სიენენ-ს კატის პატრონმა.

როგორ აღმოჩნდა ცხოველი თოვლში და როგორ გაიყინა, მან არ იცის. ამბობს, რომ ოჯახის წევრები სახლში არ იყვნენ და უკან მობრუნებულზე გაყინული კატა თოვლში შემთხვევით იპოვეს.

ვეტერინარები ამბობენ, რომ მათ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა პირველი იყო.

„ვეტერინარად ვმუშაობ უკვე 24 წელია და ასეთი რამ მანამდე არ მინახავს. კატას ყინულის ლოლოები ეკიდა. ყინული მთელს ტანზე იყო“, - ამბობს ექიმი კლარკი. მისი სიტყვებით, ფლაფფის სხეულის ტემპერატურა იყო 32 გრადუსზე ნაკლები, მაშინ როცა ნორმალურ მდგომარეობაში ცხოველის სხეულის ტემპერატურა ადამიანისაზე მაღალია, დაახლოებით 39 გრადუსი.

ვეტერინარი ამბობს, რომ ცხოველის ტემპერატურა თუ 31 გრადუსზე დაბლა არ არის, მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ცხოველის მოყინულობისას, ვეტერინარები გვირჩევენ, რომ პირველ რიგში მის გათბობაზე ვიზრუნოთ. მნიშვნელოვანია, ეს გავაკეთოთ ეტაპობრივად და ნელა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვეცდებით ცხოველის სწრაფად გათბობას, წყლით ან ცხელი ჰაერით, უარეს შედეგს მივიღებთ და შეიძლება მისი გადარჩენის შანსიც გავუშვათ ხელიდან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, ფოთელი ბოდიბილდერი
ქვეყნის
21:56 / 05.07.2019
თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, ფოთელი ბოდიბილდერი ქვეყნის






მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მზარეულ ჯეიმი ოლივერს საქართველოში
ეპატიჟებიან.
12:05 / 12.02.2019
მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მზარეულ ჯეიმი ოლივერს საქართველოში ეპატიჟებიან.






ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, რეკორდული
ყინვების გამო რამდენიმე ქალაქი პარალიზებულია.
14:22 / 31.01.2019

ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, რეკორდული ყინვების გამო რამდენიმე ქალაქი პარალიზებულია.







21 იანვარს, გამთენიისას დედამიწის მცხოვრებლები იშვიათი სანახაობის
მომსწრე გახდნენ.
13:23 / 21.01.2019
21 იანვარს, გამთენიისას დედამიწის მცხოვრებლები იშვიათი სანახაობის მომსწრე გახდნენ.
ვიდეო
ქართული ყველის ძველი და ახალი სახეობების გამოფენა ზუგდიდში [ვიდეო]
ყველი წიწაკით, სხვდასხვა სუნელით, საფერავში ამოვლებული, კაკაოთი, როზმარინით
აფხაზური ნობათი კოლხური ღვინის ფესტივალზე [ვიდეო]
ზუგდიდში გამართულ კოლხური ღვინის ფესტივალზე ერთი კუთხე აფხაზეთსაც დაეთმო.
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.