ხობელი ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონი გახდა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ბერძნულ - რომაული სტილით
მოჭიდავეთა
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების
წევრმა ნუგზარ წურწუმიამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ხობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელმა როზეტა შულაიამ გვითხრა, რომ სპორტის ეს სახეობა ხობში პოპულარულია და ბევრი წარმატებული სპორტსმენი ყავთ.
„ნუგზარის წარმატებები სპორტულ კარიერაში ადრეული ასაკიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონობა კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მიუხედავად, იმისა, რომ ფინალში მას საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ყავდა, მან გარდატეხის შეტანა შეძლო შეჯიბრის ბოლოს“, - უთხრა „ლაივპრესს“ როზეტა შულაიამ.
ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა გუშინ დაასრულა ასპარეზობა. მან 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონი ჯერ კიდევ რუმინეთში იმყოფება.