სპორტი
ოთარ გაბელიას ორი გზა [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
1960-იან წლებში ზუგდიდში დაწყებულ საფეხბურთო კარიერას ოთარ გაბელია ამავე ქალაქში, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე განაგრძობს. თუმცა გზა ერთი ათვლის წერტილიდან იგივე ათვლის წერტილამდე, მხოლოდ სხვა პოზიციაზე, იყო რთული და საინტერესოც, ემოციებით, ახალი ურთიერთობებით, გამარჯვებებით, დამსახურებებით სავსე. გასახსენებელიც ძალიან ბევრი აქვს, იმდენად ბევრი, რომ სასაუბროდ ერთი საათიც არ გვეყოფაო ხუმრობით მომიბრუნდა. არადა სულ რაღაც 20-25 წუთი გვაქვს, არც კი, ვიდრე ფეხბურთელები სავარჯიშოდ მოედანზე გავლენ.

ზუგდიდის „დინამო“, სოხუმის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“, თბილისის „დინამო“, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, საბჭოთა კავშირის თასის და თასების მფლობელთა თასი, საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარის ტიტული 1979 წელს - ოთარ გაბელიას ბიოგრაფიაში იყო არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, გამარჯვების თარიღი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მაშინდელი საბჭოთა კავშირისთვის. ამ თარიღებს აფხაზი, ოსი, ქართველი, ბერძენი, სომეხი, რუსი ეროვნების ფეხბურთელები გუნდურობის, მეგობრობის, კოლეგიალობის პრინციპით ქმნიდნენ, ყოველგვარი ეთნიკური კუთვნილების, პოლიტიკის გარეშე. ჩვენ შორის არ ყოფილა მითითება, რომ შენ აფხაზი ხარ, ოსი ან ქართველი, იყო ერთიანობის შეგრძნება როგორც მწვანე მინდორზე, ისე ცხოვრებაშიო, ამბობს:

„თასების მფლობელთა თასის ფინალშიც ისე მოხდა, რომ ქართველს არ შეუგდია გოლი. ერთი აფხაზმა გაიტანა, მეორე ოსმა“.

ოთარ გაბელიასთვის აფხაზეთს არ მხოლოდ საფეხბურთო კარიერა უკავშირდება, არამედ ბავშვობა და საუნივერსიტეტო წლები. დეიდამისი აფხაზეთის დამსახურებული მსახიობი ყოფილა, დედის მხრიდან ნათესავების უმრავლესობაც სწორედ აფხაზეთშია დაკრძალული. ორი წელი სოხუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა.

„იქ თამაშობდა ვალერი დელბა, საფარ ბეი ხაშბა, რომელიც ცენტრალური მცველი იყო, იური ბერულავა, გურამ გაბისკირიაც (შემდგომში სოხუმის მერი - ავტ.) ჩემს პერიოდში თამაშობდა სოხუმის „დინამოში“. იყვნენ სხვა ეროვნების ფეხბურთელებიც, მაგალითად ვასილ ტროიანი“.

ყოფილი მეკარე და მოქმედი მწვრთნელი განსაკუთრებული სიყვარულით ვიტალი დარასელიას იხსენებს. უდიდესი ფეხბურთელი და კარგი პიროვნება, ძალიან მეგობრული და პირდაპირი, რომელიც შორს იდგა მიკიბულ-მოკუბული, ირიბი გამონათქვამების და საუბრის მანერისგან - ასეთი იყოო ამბობს. ქართულად გამართულად საუბარი თავდაპირველად უჭირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც თბილისი „დინამოში“ ჩამოვიდა, ენის შესწავლაც უკეთ მოახერხა:

„25-26 წლის ასაკში ამდენი რამ რომ მოასწრო, ეს იშვიათობაა. თავისუფალი დრო იქნებოდა, ოჯახებით სულ ერთად ვიყავით. გული დაგვწყვიტა არამარტო თანაგუნდელებს, არამედ მთელს საქართველოს, ასე ნაადრევად, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში წავიდა“.

ოთარ გაბელიას თქმით, ომს და პოლიტიკურ დაპირისპირებას გავლენა ყოფილ თანაგუნდელთა ურთიერთობაზე არ მოუხდენია. მეტიც, კავშირს რამდენიმე მათგანთან დღესაც ახერხებს, ეხმიანებიან, მოიკითხავენ ერთმანეთს, ძველ დროს იხსენებენ, ინფორმაციას იღებენ, თუ ვინ სად და რას საქმიანობს. მაგალითად საიდ ტარბა, რომელსაც თბილისის „დინამოში“ უთამაშია, ასევე ახრა ცვეიბა, ვისთანაც ხშირი კონტაქტი აქვს.

„ღმერთმა ქნას, ისეთი აფხაზი, როგორიც არის ახრა ცვეიბა, შეიძლება ცოტა ზედმეტად ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ბევრი ქართველი იყოს. ის მოსკოვში ცხოვრობს, მაგრამ თბილისში ხშირად ჩამოდის. თუ გვქონდა სპორტული ღონისძიება, იქაც გვხვდებოდა. გურამ მაჯოევიც ეთნიკურად ქართველი არ არის, მაგრამ ორივე ძალიან კარგად ლაპარაკობს ქართულად და თავის ეროვნებასაც დიდ პატივს სცემენ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“.

ოთარ გაბელია იხსენებს ახალგაზრდული ნაკრების წევრს და თბილისის „დინამოს“ მეკარე კოლია ცხოვრებოვსაც, თუმცა დღეს რას საქმიანობს, მის შესახებ არაფერი იცის.

„ყველას მინდა მოვეფერო. მეგობრულად, რა განწყობითაც ვიყავი, იმ განწყობით ვარ, იმ სიყვარულით და გატარებული წლებით, რომელიც ერთად გაგვიტარებია როგორც საფეხბურთო მინდორზე, ისე ამ მინდვრის გარეთ“, - ამბობს „ლაივპრესთან“ საუბარში „ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელი.

დღეს საკუთარ ფეხბურთელებთან ერთად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2016-2017 წლის სეზონისთვის ემზადება. ეს თანამდებობა მშობლიურ ქალაქში მისთვის პირველი არ არის. ოთარ გაბელია ადგილობრივ გუნდს 2011-2012 წლებშიც წვრთნიდა. თუმცა ბევრად ადრე, საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფის შემდეგ, ზუგდიდის „ოდიშის“ მთავარი მწვრთნელი იყო. მეკარეობიდან გუნდის ხელმძღვანელობა იოლი არ ყოფილა. მაშინ პირველი რჩევები ნოდარ ახალკაცისგან მიიღო. დღეს უკვე უეფას სტანდარტების და მოთხოვნის შესაბამისად, პროლიცენზიაც აქვს და ახალი გეგმებით და შემართებით დასახული ამოცანის განხორციელებას შეეცდება. ამბობს, რომ იტყუება ყველა მწვრთნელი, რომელიც გუნდში მოსვლისთანავე პირობას დებს, რომ მას წელსვე ჩემპიონს გახდის, ამიტომ: „ადგილის თქმა ძნელია. ყველა თამაშში უნდა იბრძოლო მოგებისთვის. რა გამოგვივა, მოწინააღმდეგემ თუ მოგვცა საშუალება, მოგვცა, თუ არა და ჩვენ უნდა ვეცადოთ“.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.