სპორტი
„ზუგდიდის“ კაპიტანი: ინვესტორი უარს ამბობს ვალდებულებების შესრულებაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
უკრაინელი ინვესტორები უარს აცხადებენ თანხის დარიცხვასა და გუნდის დაფინანსებაზე, - განუცხადა „ლაივპრესს“ „ზუგდიდის“ კაპიტანმა ნიკოლოზ აფაქიძემ. მისი თქმით, უკვე ორი თვეა ანაზღაურება არ მიუღიათ. თუ რატომ, მათთვის უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის საშუალებით ინვესტორს ესაუბრნენ, მას არ განუმარტავს შექმნილი ვითარების მიზეზები. დღემდე ხელფასს ჯერ კიდევ უკრაინელების მოსვლამდე გუნდის ბიუჯეტში არსებული თანხებით უხიდნენ, ახალ ხელმძღვანელობას კი თანხები ამ დრომდე არ ჩაურიცხავს. აფაქიძის თქმით, აღმოჩნდა, რომ მერიასთან გაფორმებულ კონტრაქტში არ არის პუნქტი, რომელიც ავალდებულებს ინვესტორს საკუთარი ვალდებულების შესრულებას:

„ინვესტორი არ შეასრულებს თავის ვალებულებებს, უბრალოდ დატოვებს გუნდს და მეტი არაფერი არ იცვლება. ჩვენ დაგვიგროვდა უკვე ორი თვის დავალიანება. დეკემბრამდე კიდევ ასაღები გვაქვს თანხები, გუნდის ბიუჯეტში კი არ არის საკმარისი თანხა“.

გუნდის კაპიტნის თქმით, ის, რაც მოხდა, „საფეხბურთო აფიორაა“. აფაქიძემ აღნიშნა, რომ მათთან იყო სვიატოსლავ სიროტა, რომელიც ინვესტორს ექვემდებარეობდა, მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ადგილზე კურირებდა ვითარებას, საბოლოოდ კი ყველა შეცდომაში შეიყვანა.

„გამოდის მან მოატუა ივესტორი, შეჰპირდა, რომ ეს გუნდი ევროსაგზურს მოიპოვებდა. მერე უეფასგან მოთხოვნილი თანხისგან მოგებას ნახავდა. სპონსორმა გვითხრა, რა მოგება უნდა ვნახოო..როგორც ბიზნესს ისე უდგება. ფეხბურთი კიდევ მარტო ბიზნესი არ არის“, - გვითხრა ნიკოლოზ აფაქიძემ.

ფეხბურთელმა არ იცის კონტრაქტი შეწყდება უკრაინელებთან თუ არა, თუმცა ფაქტია, რომ სპონსორი ამ ეტაპზე უარს აცხადებს გუნდის დაფინანსებაზე.

თავის მხრივ, კლუბის აღმასრულებელი დირექტორი გელა ინალიშვილი არ უარყოფს, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები, თუმცა განმარტავს, რომ ვითარება ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, ამ საქმეში ჩართულია მერია, ქალაქის მერი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„მას აქვს ვალდებულება გადაუხადოს გუნდს. არის პუნქტი, რომელიც ავალდებულებს, ოღონდ წლის ბოლომდე, ეტაპობრივად. ხვალ გვეცოდინება, რა რეალობა გვაქვს. სიტყვიერი მოლაპარაკება იყო, რომ ..მეც სიმართლე გითხრათ არ ვიცნობ ამ დოკუმენტს. ხელფასები დასარიგებელი ქონდათ და სიტყვიერი შეთანხმება იყო, რომ ჩაერიცხა ეტაპობრივად“, - გვითხრა გელა ინალიშვილმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების გრძელდება და ხვალ საღამოსთვის უკვე ექნება კონკრეტული პასუხი შექმნილ ვითარებაზე.

უკრაინული მხარის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად,ადგილობრივი კლუბის 51% პროცენტის მფლობელი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი დოროშენკო გახდა. 49 %-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს.

ხელშეკრულების მიხედვით, უკრაინელი ბიზნესმენი იღებს ვალდებულებას კლუბის დაფინანსებაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, გაიმართა ქალთა ლიგა 2-ის გათამაშება გაიმართა,
18:42 / 09.05.2021
ზუგდიდში, გაიმართა ქალთა ლიგა 2-ის გათამაშება გაიმართა,
პანდემიის მიუხედავად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ
18:26 / 16.04.2021
პანდემიის მიუხედავად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ
ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის ბოლო
15:59 / 09.12.2020
ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის ბოლო
ფეხბურთი ქალის საქმე არ არის, - არაერთხელ უთქვამთ ქალთა საფეხბურთო
16:05 / 02.12.2020
ფეხბურთი ქალის საქმე არ არის, - არაერთხელ უთქვამთ ქალთა საფეხბურთო
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.