საქართველომ დიუსელდორფის გრან პრიზე გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა
დიუსელდორფის გრან პრიზე ბექა ღვინიაშვილმა, რომელიც 90 კგ წონით
კატეგორიაში ასპარეზობდა, ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში რუსეთის
წარმომადგენელი ხუსენ ხალმურზაევი იპონით შეხვედრის დასრულებამდე 20
წამით ადრე დაამარცხა.
ბექა ღვინიაშვილმა ნახევარფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელსს სძლია, მანამდე კი პირველ შეხვედრაში მონღოლი ბატერდენე ბანდიკუს იპონით სძლია, შემდეგ ასევე იპონით გერმანელ მარკ ოდენტალს მოუგო, მესამე დაპირისპირებაში ტაჯიკელ კომრონშოხუსტოპირიონს ვაზარით აჯობა.
რაც შეეხება სხვა ქართველ სპორტსმენებს, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, რომელიც ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ტურნირზე პირველივე შეხვედრაში ვაზარით წააგო. ის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა.
ლაშა ტაველურმა (100) პირველ წრეში ამერიკელ ილა სმიტს იპონით მოუგო, მეორე წრეში კი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან იპონით დამარცხდა.
ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 2 ოქროთი და 2 ვერცხლით დაასრულა. 24 თებერვალს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60-ში ვერცხლს დასჯერდა, ხოლო 73- კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.