ზუგდიდელმა მორაგბეებმა საკუთარ სტადიონზე პირველად ითამაშეს [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში რაგბის სტადიონი გაკეთდა,
სადაც რაგბის კლუბ „ზუგდიდმა“ დღეს პირველად ითამაშა.
ჭაბუკთა ლიგის თამაშში ზუგდიდელმა მორაგბეებმა ფოთის კლუბ „კოლხის რაინდებთან“ 80-ით 0 წააგეს. კლუბ „ზუგდიდის“ სპორტული მენეჯერის სანდრო ესაკიას თქმით, წაგება მოსალოდნელი იყო, რადგან კლუბი ახალი შექმნილია.
„ეს ბუნებრივიც იყო და ლოგიკური შედეგია. ფეხი ახალი ადგმული გვაქვს და სამუშაო ბევრია. ბავშვები არიან, რთული სპორტია, არ არის მარტივი, დრო სჭირდება ყველაფერს. დროთა განმავლობაში რეზულტატიც იქნება“, - უთხრა „ლაივპრესს“ გუნდის მენეჯერმა.
მისივე თქმით, სტადიონი კლუბმა საკუთარი ხარჯით და ენთუზიაზმით მოაწყო: „დავიწყოთ ასე ნელ-ნელა მშენებლობა ერთიანად და მივაღწევთ სასურველ შედეგს“.