რუხელი მოზარდები ახალი ზელანდიის მორაგბეებს შეხვდნენ [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ რუხში მცხოვრები მოზარდები ახალი ზელანდიის
რაგბის 20-წლამდელთა ნაკრების წევრებს ქუთაისში, „ტორპედოს“ სტადიონზე
შეხვდნენ.

ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრედ მცხოვრები ახალგაზრდების სპორტსმენებთან შეხვედრა პროექტის „რაგბი აქაურობას“ ფარგლებში მოეწყო.
„ლაივპრესს“ ზუგდიდის სარაგბო კლუბ „ოდიშის“ მწვრთნელმა, დავით დგებუაძემ განუცხადა, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები საქართველოში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მატჩებს ატარებს.

„ჯერ ვუყურეთ ღია ვარჯიშს, შემდეგ უშუალოდ მორაგბეებთან გვქონდა კომუნიკაცია. სურათები გადავიღეთ მათთან. ბავშვებს სიმბოლურად საჩუქრად „სოკარის“ მაისურები გადაეცათ. ეს კომპანია პროექტის სპონსორია“, - განაცხადა დავით დგებუაძემ.

მისი ინფორმაციით, „რაგბი აქაურობას“ ფარგლებში დაგეგმილია ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მცხოვრები მოზარდების დასწრება ჩემპიონატის ფინალურ მატჩებზე.

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები თბილისსა და ქუთაისში იმართება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ჩატარდა 31 მაისს, მომდევნო თამაშები კი 4 და 8 ივნისს არის დაგეგმილი. ფინალური თამაშები 18 ივნისს გაიმართება. პროექტი რაგბის ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება.