ხობში ქალთა საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა [ფოტო]
მოედანზე, ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და ხაშურის „ივერია“ შეხვდნენ. მატჩი ხობის გოგონათა გუნდმა მოიგო ანგარიშით 2-0.

ხობის მერიის სპორტის განყოფილების წარმომადგენელმა ლევან ლემონჯავამ გვითხრა, რომ ხობელ გოგონათა ასეთ ჩემპიონატზე გუნდი პირველად ასპარეზობს.
მისივე თქმით, 2018 წლის სეზონში 10 გუნდი მონაწილეობს. ხობის გოგონათა გუნდის გარდა, ჩემპიონატში სამეგრელოდან კიდევ ერთი, ჩხოროწყუს გოგონათა გუნდი ითამაშებს.

ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. მორიგ მატჩს ხობის „კოლხეთი“ 25 მარტს, სტუმრად ქუთაისის „მართვესთან“ გამართავს.