სპორტი
კლუბ „ზუგდიდს“ სახელფასო დავალიანება აქვს
FaceBook Twitter
E-mail Print
კლუბ „ზუგდიდის“ ფეხბურთელებს და ადმინისტრაციას „ლაივპრესის“ ინფორმაციით უკვე სამი თვეა ხელფასი არ აუღიათ. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს შორის უკვე შედგა, სადაც სპორტსმენებმა მიიღეს დაპირება, რომ 1 ივნისამდე დავალიანებას აუნაზღაურებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არცერთი მათგანი სამსახურში არ გამოცხადდება. ამ ეტაპზე კლუბის თანამშრომლები მედიასთან პრობლემაზე საუბარს ერიდებიან.

„ზუგდიდის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჯანაშია ადასტურებს დავალიანების არსებობას, თუმცა მისი განმარტებით, საუბარი შეეხება არა სამი, არამედ მხოლოდ ერთი თვის გაუცემელ ხელფასს, რომელსაც უახლოეს ხანებში აანაზღაურებენ.

„ხელმძღვანელობასაც გვაქვს რაღაც პრობლემა. კი, გვეხმარება ფონდი, ვიღაცები, მაგრამ არ ყოფნის გუნდს. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ იმიტომ, რომ მყავს კარგი ფეხბურთელები. კარგ ფეხბურთელებს კარგი ხელფასი უნდა. ამ ხალხმა ვერ გაიგო ეს. 500 და 300 ლარიანმა ფეხბურთელმა რა უნდა მითამაშოს? მყავს სპონსორი, რომელიც კინაღამ შემიშინეს. არ ვიცი ცუდს ეუბნებიან თუ რას. იმის მაგივრად რო უთხრან ჩადე, რაღაც იქნება. ახლა საბუთებს ვაკეთებთ. უცბად არ კეთდება ესეც. მაქვს პატარა შეფერხება. ეს არის და ეს“, - უთხრა ზაზა ჯანაშიამ „ლაივპრესს“.

მისივე განმარტებით, სპონსორს საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის გარდა სხვა გეგმებიც აქვს, რომელზეც კლუბის დირექტორი ამ ეტაპზე არ საუბრობს. არც დაინტერესებული პირის ვინაობას ასაჯაროებს. ამბობს, რომ გუნდის კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებაზე მისმა ძმამ, ზამირ ჯანაშიამ იზრუნა, რომელიც „ზუგდიდის“ სპორტული დირექტორია. სწორედ მასთან მეგობრობის გამო დათანხმდნენ ფეხბურთელები მესამე ლიგაში თამაშს.

„ამ ხალხს კიდევ უჩიჩხინებენ არ ითამაშოთ, ხელფასი არ მოგცესო. თუ ასე უყვართ ზუგდიდის გუნდი, მოვიდნენ. ვინმეს არ დაველაპარაკე? დამეხმარონ. კაციშვილი არ მოდის. ყველა შორიდან ყვირის. ბევრია ისეთი, ვისაც ჩვენი წარმატება არ უნდა“, - გვითხრა ზაზა ჯანაშიამ, თუმცა მათ ვინაობას ვერ აკონკრეტებს, რადგან "არ იცის".

„ლაივპრესისვე“ ცნობით, ერთ-ერთ ფეხბურთელს სააღსრულებლო ბიურომ ჩამოართვა „ზუგდიდის“ აღმასრულებელი დირექტორის მიერ დალომბარდებული ავტომანქანა. ეს მას შემდეგ, რაც ჯანაშიამ თანხა ვერ გადაიხადა. კლუბის დირექტორი ფაქტს არ უარყოფს, თუმცა საპასუხოდ ამბობს, რომ მანქანა არა ფეხბურთელს, არამედ ახლობელს ეკუთვნის, რომელიც მას ადამიანურად დაეხმარა:

„ვიღაცებს კიდევ როგორ უხარიათ. ამის გატანაც რა შუაში იყო, ვერ გავიგე. ჩვენც ადამიანები ვართ და ყველას ვიღაც გვეხმარება“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ჩვენივე ინფორმაციით, დალომბარდებულია „ზუგდიდის“ კიდევ ორი თანამშრომლის მანქანაც. ამ ფულით, როგორც „ლაივპრესისთვის“ გახდა ცნობილი, ზაზა ჯანაშიამ კლუბი შეიძინა 61 ათას ლარად. ინფორმაციას ჯანაშია უარყოფს.

მან გუნდის სამომავლო პერსპექტივაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დღეს მესამე ლიგაში თამაშობენ, თუმცა პირველ ადგილზე არიან და ფეხბურთელებიც მაქსიმუმს აკეთებენ მეორე ლიგაში გადასასვლელად.

ზაზა ჯანაშიამ კლუბის 100%-ანი წილი 61 ათას ლარად მიმდინარე წლის დასაწყისში შეიძინა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საფეხბურთო კლუბის „ზუგდიდის“ კერძო ინვესტორისთვის გადაცემას მხარი 21 დეკემბერს დაუჭირა. კლუბის 50-50%-ის მფლობელი ზუგდიდის გამგეობა და ქალაქის მერია იყვნენ. 25%-იანი წილი გამგეობამ მერიას შარშან, ივნისის თვეში დაუთმო, თუმცა მოგვიანებით ისევ უკან დაიბრუნა იმ მიზეზით, რომ წილების ცალ ცალკე გაყიდვას ამჯობინეს, ერთობლივად მომხდარიყო გასხვისება. დაბრუნებული წილის გარდა, ქალაქის მერიამ გამგეობას კიდევ 1% დაუთმო.

კლუბს სახელფასო დავალიანების პრობლემა არაერთხელ ქონდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.