სპორტი
ქართველი და აფხაზი მოკრივე ერთმანეთს რუსეთში დაუპირისპირდება
მოკრივე მერაბ თურქაძე აფხაზ იგორ ადლეიბას დაუპირისპირდება. შეჯიბრში, რომელიც ეკატერინბურგში 16 ივლისს პროფესიულ კრივში გაიმართება, ქართველი სპორტსმენი მონაწილეობას გეგმავს. მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგე აფხაზეთის სახელით გამოდის, თუმცა მისთვის ეს თემა შემაფერხებელი გარემოება ვერ იქნება.

„მითხრეს, რომ უნდა წავიდე და ვიბრძოლო. რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის. მე სპორტსმენი ვარ და ისიც სპორტსმენია. შევხვდებით ერთმანეთს. აფხაზეთი საქართველოს დაკარგული აქვს. ჩემით არც იქით იქნება და არც აქეთ“, - უთხრა „ლაივპრესს“ მერაბ თურქაძემ.

მერაბ თურქაძე. ფოტო: მისი ფეისბუკიდან

მისი თქმით, ეკატერინბურგში საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია აგზავნის. უარი რომ ყოფილიყო მათი მხრიდან პასუხი, ეცოდინებოდა.

რაც შეეხება შეჯიბრის ამ სახეობას, ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კერძო ინიციატივას წარმოადგენს და პროფესიული კრივის (სამოყვარულო კრივი) მიმართულებაა, რომელსაც არ აღიარებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული, სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ასევე არც კრივის საერთაშორისო ფედერაცია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. ეს პოზიცია მათ „ლაივპრესთან“ ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში დააფიქსირეს, როცა საუბარი იყო ასევე ქართველი და აფხაზი სპორტსმენების დაპირისპირებაზე.

იგორ ადლეიბა. ფოტო: მისი ფეისბუკიდან

სპორტის ეს მიმართულება ცნობილია პროფესიული კრივის სახელწოდებით, ის სამოყვარულო კრივის სახეობაა, სადაც მონაწილეები ფულზე ბრძოლობენ.

საქართველო კრივის ეროვნული ფედერაციიდან აღნიშნულ საკითხზე პასუხს ელოდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში ფეხბურთის განვითარება ას წელს ითვლის. ამ ისტორიის
10:01 / 11.02.2019
ზუგდიდში ფეხბურთის განვითარება ას წელს ითვლის. ამ ისტორიის






ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის სამგზის გამარჯვებული
22:44 / 10.02.2019
ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის სამგზის გამარჯვებული






ზუგდიდელმა კარატიტსმა საბა მანიამ დანიაში გამართულ ევროპის
ჩემპიონატზე
10:29 / 09.02.2019
ზუგდიდელმა კარატიტსმა საბა მანიამ დანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე






საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში, ზუგდიდელმა საბა ჭითანავამ
20:07 / 03.02.2019
საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში, ზუგდიდელმა საბა ჭითანავამ
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.