სპორტი
ქუჩის ტანმოვარჯიშის იდეა მერს [ვიდეო]
ზურაბ ლოგუა ზუგდიდის მერიას ახალგაზრდებისთვის სპორტული მოედნის მოწყობას სთხოვს. ის ე.წ. ქუჩის ტანვარჯიშითაა გატაცებული. სპორტის ამ სახეობით 2014 წელს დაინტერესდა და კონსულტაციები პროფესიონალებისგან მიიღო.

„სამწუხაროდ ამ ქალაქში არ არის მოედანი, რომ ვივარჯიშო, განვვითარდე და სხვებსაც რაღაც ვასწავლო. არის ასეთი პროექტი - იდეა მერს. შევთავაზე, რომ კომბინატის დასახლებაში, რომელიც არის სტუდენტური უბანი, სადაც ახალგაზრდების რაოდენობა გაცილებით დიდია ვიდრე სხვა უბნებში, ქუჩის ტანვარჯიშის მოედანი, რომ მოეწყოთ, კონსტრუქციები, რომ დადგან“, - გვითხრა ზურაბ ლოგუამ.

მერია ახალგაზრდის ინიციატივას ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა წერილის ავტორი იმედს იტოვებს, რომ მის თხოვნას გაითვალისწინებენ.