სპორტი
ვაკო გვილია: ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამან ჩვენზე წნეხი არ უნდა მოახდინოს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ძალიან გახარებულები ვართ ამ გამარჯვებებით. რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არ ვიყოთ თავდაჯერებულები საკუთარ თავში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მოდუნების უფლება. განაცხადა საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ გადაცემა „სპორტი იმედზე“, სკაიპ ჩართვისას. მისი თქმით, დანარჩენი ორი შეხვედრაც უნდა მოიგონ ისე, რომ საპასუხო გოლი საკუთარ კარში არ მიიღონ. ზუგდიდელი სპორტსმენის თქმით, საერთო მიზანი ხალხში იმედის და სიყვარულის დაბრუნებაა, რომ ადამიანები ისევ მოვიდნენ საგულშემატკივროდ სტადიონზე.

ვაკო გვილია ნაკრებით კმაყოფილია. ამბობს, რომ თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესეს, რაც შედეგზეც აისახა და ყველასთვის თვალსაჩინო გახდა - საქართველო ახლოსაა ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან.

„ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, ეს არის ჩვენი ოცნება, მთელი ქვეყნის ოცნება, მაგრამ ამ პასუხისმგებლობამ ჩვენზე წნეხი რა უნდა მოახდინოს, არამედ უფრო უნდა გავთამამდეთ, შეიძლება ითქვას. მეტი თავდაჯერებულობა, მეტი მონდომება. თუნდაც შევხედოთ, ისეთი, ფეხბურთელები, როგორიცაა ჯაბა კანკავა, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ლორია, შეიძლება ითქვას, ისინი არ არიან ახალგაზრდა ბიჭები. მათთვის ეს შეიძლება ერთ-ერთი ბოლო შანსი იყოს და თვითონაც აცნობიერებენ ამას. გვინდა, რომ ამ ფეხბურთელებმა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე, მათ ეს დაიმსახურეს“, - განაცხადა ვაკო გვილიამ.

მან გიორგი ლორია მაღალი დონის მეკარედ და კარგ ადამიანად შეაფასა, რომლის თავდაჯერებულობაც გუნდს გადაეცემა. აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია. თუმცა განმარტა - გუნდს მარტო მეკარე და მცველები არ იცავენ, არამედ ეს ერთობლივი ძალისხმევით ხდება. მათ შორის გოლიც მთელ გუნდს გააქვს, მხოლოდ თავდამსხმელებს და იმ ადამიანებს არა, ვინც შეტევას აბოლოვებს.

რა შეცვალა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა ნაკრებში, ვაკო გვილიას ერთი კომპონენტის გამოყოფა უჭირს. ფიქრობს, რომ წარმატებული შედეგის უკან, სამწვრთნელო შტაბის დიდი სამუშაო დგას.

„ეს პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენ ვთამაშობთ იმ თამამ და გამართულ ფეხბურთს, რომელიც გვეხერხება. და ჩვენ არ ვართ ტიპიური ირლანდია, ან ისლანდია, რომელიც ბურთის ჩაგდებებით თამაშობს, ჩვენ გვათამაშებს იმ თამაშს, რომელიც სისხლში გვაქვს“, - განმარტა ფეხბურთელმა.

მან „ლუცერნზეც“ ისაუბრა, სადაც „ბატეს“ შემდეგ განაგრძობს თამაშს. ამბობს, რომ მთავრი მიზანი შვეიცარიის ოთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა.

საქართველოს ნაკრები „D” ლიგის ლიდერია. მან ოთხიდან ოთხივე თამაში მოიგო და 12 ქულით პირველ ადგილზეა. ლატვიასთან შეხვედრაში გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ, ვაკო გვილიამ და ჯაბა კანკავამ გაიტანეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
19:03 / 18.09.2019
"ზუგდიდმა" სტუმრად გამართა შეხვედრა თბილისის "შევარდენი 1906-თან" და
თურქეთის ქალაქ ენეზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წალენჯიხელმა
მოჭადრაკემ
10:28 / 16.09.2019
თურქეთის ქალაქ ენეზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წალენჯიხელმა მოჭადრაკემ
ხობელმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო
17:17 / 15.09.2019
ხობელმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო
ფინურ ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში
ახალგაზრდებს შორის,
09:56 / 14.09.2019
ფინურ ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ახალგაზრდებს შორის,
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.