სპორტი
ახალგაზრდული ოლიმპიადის პირველი ქართველი მოჭიდავე ოქროსმედალოსანი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალოსანია საქართველოდან. ახალგაზრდა მოჭიდავემ პირადი, ოჯახის, მწვრთნელის და მთლიანად ქვეყნის ოცნება აისრულა, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული კი უკვე მომავალ წარმატებებზე ფიქრობს. დიდ გამარჯვებამდე ბევრი მარცხი იყო, გულისტკენაც, თუმცა შეცდომებზე ისწავლა, წინააღმდეგობებმა კი მოგების სურვილი გაუძლიერა.

17 წლის ახალგაზრდა ამბობს, რომ არგენტინაში, ბუენოს აირესში გამართული შეჯიბრი ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი ბედნიერი წუთები მის კარიერაში. გამარჯვებულის - რეაქცია, საქართველოს დროშა და ეროვნული ჰიმნი - ემოციები ჯერაც არ განელებია. თუმცა დღეს ბევრად თავშეკავებულია, და თავდაჯერებულიც.

გიორგი დღესაც სენაკის სასპორტო სკოლის დარბაზში ვარჯიშობს და ემზადება შეჯიბრებებისთვის, სადაც მშობლების სურვილით თერთმეტი წლის წინ მიიყვანეს. მოგვიანებით მიხვდა, რომ ჭიდაობა მისთვის მხოლოდ გართობა, ან ცხოვრების ჯანსაღი წესი არ იყო, არამედ ცხოვრების მთავარი საქმე.

„11 წელია ვვარჯიშობ. თავდაუზოგავად ვშრომობდი იმისთვის, რომ მიმეღწია ამ შედეგისთვის და გავმხდარიყავი ჩემპიონი. ბევრი შეკრება გავიარე. დღემდე არ მქონია საქართველოს ჰიმნი აჟღერებული. ეს მოხდა ოლიმპიადაზე. არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ვყოფილვარ. ბევრი მარცხი მინახავს, მაგრამ ამ მარცხით ბევრი ვისწავლე. უფრო მეტი მოვინდომე“, - უთხრა მოჭიდავემ „ლაივპრესს“.

დიდ გამარჯვებამდე მან მან ჯერ სომეხ მოწინააღმდეგეს სძლია, სწორედ მას, ვისთანაც რამდენიმე თვის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფინალურ დაპირისპირებაში დამარცხა, შემდეგ ალჟირელ და ყირგიზ მეტოქეებს მოუგო. ამბობს, რომ დარბაზში შეკრებილი ქართველებისგან დიდ მხარდაჭერას გრძნობდა, მათმა იქ ყოფნან და ეროვნულმა დროშამ არგენტინის დედაქალაქში კი, მოტივაცია გაუორკეცა.

სენაკში დაბრუნებულ გიორგი ჩხიკვაძეს სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ახალგაზრდა სპორსტმენის თქმით, ბევრი დრო გაკვეთილებზე სასიარულოდ არც ჰქონია, თუმცა სათანადო ხელშეწყობას პედაგოგების მხრიდან მუდმივად გრძნობდა.

ახალგაზრდა სპორტსმენთან ერთად, პირველი ოქროა ეს გამარჯვება მისი პირადი მწვრთნელისთვისაც. ვალერიან მურღულიას თქმით, ამის გამო მოჭიდავის წარმატებას განსაკუთრებული ემოციით შეხვდა. ამბობს, რომ არგენტინაში გამართული ახალგაზრდული ოლიმპიადა რიგით მესამეა, თუმცა ამ ხნის მანძილზე ვერცერთმა ქართველმა პირველი ადგილის მოპოვება ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ, ფიქრობს - გიორგიმ ისტორია დაწერა, რომლის პირველი გმირიც თავად არის - პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოსი სენაკიდან.

„სენაკის სპორტული სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა ტიტულებით, მაგრამ არ იყო ოქრო. ჩემს კარიერაშიც, რაც მე დავიწყე მწვრთნელობა, არ იყო ოქრო, არ იყო ჰიმნი და არ ყოფილა დროშა. მე ასმაგად მადლობელი ვარ გიორგის ამის გამო. ეს ოცნება იყო ოლიმპიური კომიტეტის, მთელი საქართველოსი, რომ გვქონოდა ოქრო. აგვეფრიალებინა საქართველოს დროშა და ჰიმნი აგვეჟღერებინა. ეს ყველაფერი საბედნიეროდ მოხდა“, - გვითხრა ვალერიან მურღულიამ.

გიორგის წარმატებაში მთავარი დამსახურება დედას მიუძღვის. ელზა ჯიჯელავა ამბობს, რომ შვილმა მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა. მისი თქმით, ქმარი ყოფილი მოჭიდავეა, რომელმაც რიგი მიზეზების გამო ვერ შეძლო სპორტს გაჰყოლოდა, ამიტომაც დიდი სურვილი ჰქონდა, ერთ-ერთი შვილი მაინც კარგი მოჭიდავე დამდგარიყო. გიორგის გამარჯვებაზე საუბრისას ემოციებს და ცრემლს ვერც დღეს ვერ იკავებს. ამბობს, რომ ვარჯიშის პარარელურად, მის შეკრებებსაც ესწრება და შვილის წარმატებულ სპორტსმენად ჩამოყალიბებაშიც თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული.

„ერთი დღეც კი არ ყოფილა ისეთი, რომ გიორგი დამეტოვებინა. მქონია ისეთი მომენტებიც, როცა მიმიტოვებია ოჯახი, სამი შვილი, გავყოლილვარ გიორგის შეკრებებზე. მხარში ვედექი ყოველთვის. ძნელია სიტყვებით გადმოვცე, რას ნიშნავს ეს სპორტი ჩემთვის, ერთი ცხოვრებაა. ყოველთვის ვეუბნებოდი, დე, მე მინდა დროშა, რომ შენი ქვეყნის ჰიმნი ააჟღერო. ეს ჩემმა შვილმა შეძლო. მე უბედნიერესი დედა და ქალი ვარ“, - აღნიშნა ელზა ჯიჯელავამ.

გიორგი ჩხიკვაძე უკვე სამი წელია ჭაბუკთა ნაკრებში ირიცხება. ახალგაზრდა სპორტსმენი საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ამდენგზისვე ევროპის პრიზორია. აპირებს ჭიდაობა ცხოვრების მთავარ პროფესიად აქციოს და ქვეყანა კიდევ არაერთხელ ასახელოს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.