სპორტი
ხობელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა [ვიდეო]
ხობელი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ბუქარესტში მიმდინარე შეჯიბრში ფინალში რუსი ვიტალი კაბალოევი 3-2 დაამარცხა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

მანამდე ქართველმა სპორტსმენმა სომეხი ნორაირ აკოფიანი, ბულგარელი ნედიალკო პეტროვი და ყირგიზი ბალბაი დორდოკოვი დაამარცხა.


ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მიმდინარე წლის ივნისში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.