სპორტი
ზუგდიდელი მოჭადრაკე პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია
ზუგდიდელმა მოჭადრაკემ ზვიად ფაციამ პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალის B ტურნირში გაიმარჯვა. სპორტსმენმა ღონისძიებაზე - „კრაკოვი 2018-ზე“ ცხრა შესაძლებლობიდან 8 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

შეჯიბრი მოიცავდა A, B, C, D, E ტურნირებს და შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. მასში მონაწილეობა 121-მა მოჭადრაკემ მიიღო.

ამავე ტურნირში 6,5 ქულით მეშვიდე პოზიცია დაიკავა დიმიტრი კვარაცხელიამ, ათი წლის ნიკოლოზ შამათავამ კი 5,5 ქულა დააგროვა და 25-ე ადგილზე გავიდა.