სპორტი
ზუგდიდის მშენებარე სტადიონის შენობის ჭერი ჩამოიშალა [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის უეფას მესამე კატეგორიის მშენებარე სტადიონის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ჭერი ჩამოიშალა. თუმცა აქ ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოებია შესრულებული. სადაც საპირფარეშოებია მოწყობილი, ჭერი თითქმის სრულად ჩამოშლილია, მეორეგან, სადაც საშხაპეებია, სანახევროდ ჩამოშლილია. ოთახებსა და დერეფანში ნესტის სუნი დგას. დანესტიანებულია ჭერიც პირველი სართულზე. მეორე სართულზე კარები დაკეტილი დაგვხვდა. რა ხდება ამ ოთახებში, ჩვენ არ ვიცით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოები როცა სამშენებლო კომპანია „დაგისგან“ ჩაიბარეს, მსგავსი პრობლემები არ ყოფილა და ეს ვითარება, რაც დღეს აქ დაგვხვდა, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა ამბობს, რომ ხარვეზების შესახებ „დაგის“ ხელმძღვანელობას უკვე აცნობეს, რომელიც ამ ყველაფერს რამდენიმე დღეში მოაგვარებენ.

მაიზერ ნანავა ამბობს, რომ სამუშაოების ჩაბარების პირველი ეტაპი არ ითვალისწინებდა გადახურვას. ეს მეორე ეტაპითაა გათვალისწინებული.

„მეორე სართულის ჭერზე იყო სხვა კონსტრუქცია, პირველზე სხვა. პირველი სართულის კონსტრუქციამ, თაბაშირის ჭერმა წყალი ვერ შეაკავა. სწორედ წვიმამ, წყალმა გამოიწვია სტადიონის დაზიანება. მეორეზე არ არის დაზიანება, რადგან ბეტონის კონსტრუქციაა. თუმცა ბეტონს დამატებით სჭირდებოდა გადახურვა. ამიტომ ჩამოვიდა წყალი“, - განმარტა მაიზერ ნანავამ.

მისივე თქმით, ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ხარვეზის გამოსწორებაზე მშენებელმა კომპანიამ იზრუნოს. თუკი, აღნიშნავს, რომ გამოიკვეთება უხარისხო მშენებლობის საკითხი, შემსრულებელი აუცილებლად დაისჯება.

გამოსასწორებელი რჩება სხვა ხარვეზებიც, რაც პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების პროცესში გამოიკვეთა. მათ შორის მოსარღვევია ბეტონის კედელი, რომელიც ხელ შეუშლის გულშემატკივართა ნაწილს, სტადიონის ერთი კუთხე სრულად დაინახოს.

მაიზერ ნანავა ირწმუნება, რომ პრობლემები მეორე ეტპზე აღმოიფხვრება. პირველი ეტაპის სამუშაოებს 9 მილიონი ლარი მოხმარდა. მეორე ეტპისთვის კი 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მისი თქმით, პროექტი უკვე მზადაა და ექსპერტიზას გადის, რის შემდეგაც ტენდერს გამოაცხადებენ.

სტადიონის შენობაში ხარვეზები ფრაქცია ენმ-მ მონიტორინგის დროს აღმოაჩინა და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა.

მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდებულიყო, თუმცა გადავადდა პროექტში შესული კორექტირებების გამო. სავარაუდოდ მშენებლობა 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. სულ ამისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყო. სტადიონი დაახლოებით 7 ათას 300 მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტის დამკვეთი ადგილობრივი მუნიციპალიტეტია. დამპროექტებელი ორგანიზაცია შპს „თბილქალაქპროექტი“. სამშენებლო სამუშაოები „დაგმა“ განახორციელა.

მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.