სპორტი
აფხაზეთიდან დევნილი კარატისტის წარმატება და მზადება ტოკიოს ოლიმპიადისთვის
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთიდან დევნილი გოგიტა არქანია რამდენიმე დღის წინ პარიზში გამართული შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. სპორტსმენი საქართველოში საფრანგეთიდან ოქროს მედლით დაბრუნდა. ის პირველი ქართველი კარატისტია, რომელიც WKF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 2014 წელს. გოგიტა არქანიას კიდევ ერთი დიდი მიზანი ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევაა. პარიზიდან დაბრუნებულ სპორტსმენს „ლაივპრესი“ ესაუბრა.

ლაივპრესი: მოგვიყევით პარიზში გამართულ შეჯიბრზე, როგორ ემზადებოდით, რთული იყო თუ არა გამარჯვება?

გოგიტა არქანია: ეს იყო პრემიერლიგა, ანუ სარეიტინგო შეჯიბრი ოლიმპიადისთვის. ხუთ წონით კატეგორიაში ჩატარდა. მე გამოვდიოდი +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ეს არის ყველაზე მძიმე წონითი კატეგორია. ხუთი შეხვედრა მქონდა. ფინალში ირანელ სპორტსმენს შევხვდი.

ლაივპრესი: ფინალამდე რა გზა გაიარეთ?

გოგიტა არქანია: ფინალამდე შევხვი არგენტინელ, მაკედონიელ, ეგვიპტელ სპორტსმენებს. ნახევარფინალში ისევ ირანელს, რომელიც ამ წონის ერთ-ერთი ფავორიტია. ჩემი სერიოზული მოწინააღმდეგეა.

ლაივპრესი: განსაკუთრებული მზადება უძღოდა ამ შეჯიბრს?

გოგიტა არქანია: ყველაფერი დაგეგმილი იყო. პირველი ეტაპი ფიზიკური მომზადების საქართველოში გავიარე. პარიზამდე ვიყავი ბაქოში შეკრებაზე. აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად გავიარე მომზადება, ჩემი მწვრთნელის, ნიკოლოზ წურწუმიას მეთვალყურეობის ქვეშ. ის ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და იქაც გავდივარ შეკრებებს.

ლაივპრესი: ეს მერამდენე ტიტული და გამარჯვებაა თქვენს კარიერაში?

გოგიტა არქანია: პირველი ჩემი წარმატება ოფიციალურ შეჯიბრებაზე, ევროპის 2005 წლის ჩემპიონატზე იყო, როცა ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. შემდეგ ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 2008 წელს მესამე ადგილი დავიკავე. ყველაზე დიდი შედეგი იყო 2014 წელს, როცა გერმანიაში გამართულ შეჯიბრზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც WKF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი.
წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ. ზუგდიდში დავამთავრე მეოთხე საჯარო სკოლა. ზუგდიდში დავიწყე კარატეში ვარჯიშიც.

ლაივპრესი: ზუგდიდში ცხოვრების წლებზე რომ მოგვიყვეთ. რომელი წლიდან დაიწყეთ ვარჯიში, ვინ მიგიყვანათ და რატომ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?

გოგიტა არქანია: ზუგდიდი ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება. 18 წლამდე იქ ვიყავი. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. რაც შეეხება ვარჯიშს, სკოლაში გაიხსნა კარატის ჯგუფი. გელა გოგოხია იყო ჩემი პირველი მასწავლებელი. დაახლოებით ორ წელიწად-ნახევარი ვვარჯიშობდი. უბრალოდ გაიხსნა ჯგუფი და სპორტზე სიარულის სურვილი მქონდა. ამიტომაც მივედი სავარჯიშოდ. ეს იყო და ეს. მშობლებმა არც იცოდნენ, რომ სავარჯიშოდ მივედი.

ლაივპრესი: კარატე რატომ შეარჩიეთ?

გოგიტა არქანია: ზუგდიდში იყო კარატე, ფეხბურთი. მეტი არც ვიცი სპორტის რა სახეობები იყო განვითარებული. სხვა არც გამიგია. მერე გავყევი კარატეს და დავისახე მიზნად, რომ რაღაცას მივაღწევდი. მართლა გამომივიდა და დღეს ბედნიერი ვარ.

ლაივპრესი: მოქმედი სპორტსმენის გარდა, ხართ მწვრთნელიც..

გოგიტა არქანია: მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს კარატეს კლუბი „ალიგატორი“, რომელიც ერთ-ერთი წარმატებულია საქართველოში და საერთაშორისო სარბიელზე.

ლაივპრესი: რამდენი ბავშვი გყავთ და რომელი ასაკიდან იღებთ მათ?

გოგიტა არქანია: ბავშვებს ხუთი წლიდან ვიღებთ. გვყავს 70-მდე მოსწავლე. ახალგაზრდებში ჩვენი მოსწავლეები ევროპის პრიზიორები არიან და ახალგაზრდულ ნაკრებში არიან. ეს სკოლა დაახლოებით ათი წლის წინ ავამოქმედეთ.

ლაივპრესი: თქვენთვის ვინ არის მისაბაძი კარატისტი?

გოგიტა არქანია: ბავშვობაში, ისევე როგორც სხვები, მეც ფილმებს ვუყურებდი. მე ყოველთვის ჩაკნორისტი მომწონდა. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი მის ფილმებს. როგორც ოსტატი, მომწონდა.

ლაივპრესი: რა სიხშირით ახერხებთ ზუგდიდში ჩამოსვლას?

გოგიტა არქანია: საქართველოში გუშინ ჩამოვედი. ორ კვირაში ისევ მივდივარ. ყოველთვის სადღაც ვარ. თუ რამე ქორწილია, აუცილებლად ჩავდივარ მეგობრებთან. ასევე, თუ სამწუხარო ამბავია და თუკი ვარ საქართველოში, ამ შემთხვევაშიც. ისე, ფიზიკურად დრო არ მაქვს.

ლაივპრესი: მეგობრებთან ინარჩუნებთ ალბათ ურთიერთობას..

გოგიტა არქანია: ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ალბათ თქვენც გეცოდინებათ - დათო ქირია ჩემი უახლოესი მეგობარია. მამუკა ყურაშვილი, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი. მალხაზ პაჭკორია ჩემი მასწავლებელი იყო.

ლაივპრესი: თქვენ რა ჩადეთ თქვენს წარმატებაში? რა თვისებები დაგეხმარათ ამ ყველაფერში?

გოგიტა არქანია: დიდი შრომაა საჭირო, რამეს რომ მიაღწიო და მიზანდასახულობა. თუ გაქვს მიზანი და შრომობ, ბოლოს შედეგი აუცილებლად იქნება. კარატეში, საქართველოში, ზუგდიდის სკოლაში შედეგების მიხედვით ყველაზე ძლიერია. ეს ფაქტია. არის საბა მანია და კიდევ ძალიან ბევრი კარგი ბავშვი მოდის. საერთაშორისო სარბიელზე საქართველოდან მე მაქვს ასეთი შედეგი. მეორე, გსმენიათ ალბათ ინგა შეროზიაზე, ისიც ზუგდიდის სკოლაა. რუსეთის სახელით გამოდიოდა. ევროპის ჩემპიონი და პრიზიორია. ასევე, ნიკოლოზ წურწუმია, გერმანიის სახელით. ზუგდიდის სკოლაა, ზუგდიდში ვარჯიშობდა. გერმანიაში გამოდის და იქაც ევროპის ჩემპიონია და მსოფლიო პრიზიორი.

ლაივპრესი: დღეს რომელი შეჯიბრისთვის ემზადებით?

გოგიტა არქანია: შემდეგი არის დუბაიში, ისევ პრემიერლიგა, სარეიტინგო შეჯიბრია. უკვე ხვალიდან ვიწყებთ მზადებას.

ლაივპრესი: ემზადებით ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადისთვისაც..

გოგიტა არქანია: ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წელს გაიმართება. წელს არის ევროპის თამაშები მინსკში. ანუ ევროპის ოლიმპიადა. ეს საფეხურები უნდა გაიარო, რომ რეიტინგში მაღალ საფეხურზე იყო, ლიცენზია რომ მოიპოვო ოლიმპიურ თამაშებზე. ისე ვერ მოხვდები ოლიმპიადაზე. 2020 წლის მაისში იქნება ბოლო შეჯიბრი და გამოვლინდება ბოლო შედეგები.

ლაივპრესი: გარდა კარატესი და სპორტის, კიდევ რა გაინტერესებთ? თავისუფალ დროს რისი კეთება მოგწონთ?

გოგიტა არქანია: ვუყურებ ფეხბურთს. ძიუდოს ყურება მიყვარს. ძირითადად, როცა მე არ ვვარჯიშობ, კლუბში ვარ და ბავშვებს ვავარჯიშებ. მთელი ჩემი ცხოვრება სპორტთანაა დაკავშირებული. ოჯახიც სპორტულია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ეროვნული ლიგა 2-ის ფარგლებში, მერვე ტურის შეხვედრაში ზუგდიდის
17:20 / 23.04.2019
ეროვნული ლიგა 2-ის ფარგლებში, მერვე ტურის შეხვედრაში ზუგდიდის
ზუგდიდის
10:03 / 18.04.2019
ზუგდიდის "ზუგდიდმა" საქართველოს "დავით ყიფიანის" სახელობის თასზე საფეხბურთო კლუბ "ცხინვალს"
ზუგდიდელმა ძალოსანმა ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
10:10 / 13.04.2019
ზუგდიდელმა ძალოსანმა ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ზოოპარკი ბეტონის ცხოველებით [ვიდეო]
„ბეტონის ცხოველების და ფრინველების ზოოპარკი“ ზუგდიდში,
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე