ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის „გრანდ-სლემი“ მესამედ მოიგო
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, ნოდარ მეტრეველის ხელმძღვანელობით ჯამში 4 მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში მესამე, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ტურნირის პირველ დღეს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო თემურ ნოზაძე (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.