ფოთელმა სამჭიდელებმა საქართველოს ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს
წოლჭიმში მეორე ადგილი დაიკავა აკაკი ჯგუბურიამ (ღია ასაკობრივი კატეგორია, 93 კგ), მესამე პოზიცია ლაშა ჭოჭუამ (ახალგაზრდები, 83კგ წონით კატეგორიაში) და ნუგზარ მარღანიამ (ჭაბუკები, 66კგ წონით კატეგორია).
შეჯიბრი საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ორგანიზებით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.