სპორტი
საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა მინიმუმ ერთი წლით გადაგვედო - კლუბი „მესტია“
FaceBook Twitter
E-mail Print
საფეხბურთო კლუბი „მესტია" განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ 2018 წელს დაარსებული კლუბი უკვე მიმდინარე წლიდან გეგმავდა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას, თუმცა ვერ მოახერხეს. დამფუძნებლების თქმით, ისინი ელოდნენ უფრო მეტ მხარდაჭერას მთავრობისგან, კლუბის დაარსება და შემდეგ სწორად განვითარება კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის ზრდას.

ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, მომავალ წელს შეძლონ ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში ჩართვა, ისტორიაში პირველად სვანეთის სახელით. ამ მიზნის მისაღწევად კვლავ აქტიურად განაგრძობენ მოლაპარაკებებს ადგილობრივ თვითმმართველობას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა მოხდეს გუნდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

„სწორედ ამ არარსებული პირობებიდან გამომდინარე, იმ თანხების დაფარვა, რაც გუნდის და სტადიონისთვის იყო საჭირო, ინვესტორმა არ გარისკა და არ გაიღო. აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, გუნდის შექმნა და ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება, მინიმუმ ერთი წლით გადაგვედო.

საფეხბურთო კლუბი „მესტია" გეგმავს ადგილობრივ თვითმართველობასა და სხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობას, რათა ამ ერთი წლის განმავლობაში, სვანეთში განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები, რაც განაპირობებს უფრო მეტ დაინტერესებას მოსახლეობის მხრიდან ფეხბურთის მიმართ. ვგეგმავთ შეჯიბრებების მოწყობას სხვადასხვა ასაკის მოზარდებს და ახალგაზრდებში. იმედი გვაქვს, ამ და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება საზოგადოების ყველა ფენა, მათ შორის სამთავრობო ხელისუფლება და კერძო ინვესტორები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მესტიაში პირველი საფეხბურთო კლუბი შარშან, აგვისტოს თვეში ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ინიციატორს მაშინ „ლაივპრესი“ ესაუბრა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის
10:03 / 18.04.2019
ზუგდიდის "ზუგდიდმა" საქართველოს "დავით ყიფიანის" სახელობის თასზე საფეხბურთო კლუბ "ცხინვალს"
ზუგდიდელმა ძალოსანმა ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
10:10 / 13.04.2019
ზუგდიდელმა ძალოსანმა ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ზუგდიდელმა ძალოსანმა ნათია გადელიამ ბათუმში მიმდინარე ევროპის
18:16 / 11.04.2019
ზუგდიდელმა ძალოსანმა ნათია გადელიამ ბათუმში მიმდინარე ევროპის
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე