ბორჯღალოსნებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხეს
შეხვედრაში პირველი ლელო მირიან მოდებაძემ მეორე წუთზე დადო, გარდასახვა კი ზუსტად შეასრულა გელა აფრასიძემ. რამდენიმე წუთში ანგარიში უკვე 14:0 გახდა. პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 21:3 მოიგეს. საბოლოო ანგარიშის მიხედვით კი, მათ 49 ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს და ერთი ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
ეს ამ გუნდებს შორის გამართული მერვე დაპირისპირება იყო. ყველა გერმანელების მარცხით დასრულდა.
„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ სატურნირო ცხრილში ბორჯღალოსნები ოთხი მოგებით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან, გერმანელები კი ბოლო პოზიციას იკავებენ.
მომდევნო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. მატჩი 17 გაიმართება.