ტოჩინოშინმა 226 კგ-იანი მონღოლი სუმოისტი დაამარცხა
Share
ჰარუ ბაშოს შეჯიბრზე ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ 226 კგ-იანი
მაეგაშირა იჩინოჯო დაამარცხა.
მისი მომდევნო მეტოქე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელსაც მიმდინარე
შეჯიბრზე ყველაზე სუსტი მაჩვენებელი აქვს. მან 8-ვე შეხვედრა წააგო.
ლევან გორგაძეს, ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად, დარჩენილი 7
შეხვედრიდან, მინიმუმ სამის მოგება მოუწევს. ჰარუ ბაშო 24 მარტს
დასრულდება.