ზუგდიდელ ძალოსანთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
რაც შეეხებათ ცალკეულ სპორტსმენებს, 81 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მანუჩარ გოგოხიამ დაიკავა, მესამე კი გურამ ვეკუამ.
49 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჯაჯვანი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკა ჭიჭინაძემ იგივე სინჯის მედალი მოიპოვა.
89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ზუგდიდელმა იკა ჭიჭინაძემ დაიკავა.
შეჯიბრში საქართველოს 14 რაიონის 120-მდე ძალოსანი მონაწილეობდა.
ზუგდიდიდან ჩემპიონატზე 10 სპორტსმენი გამოვიდა. მათ შორის იყო ნათია გადელია, რომელმაც 15 და 17 წლამდელთა შორის შეჯიბრში რეკორდი დაამყარა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.