ამერიკაში მცხოვრები ზუგდიდელი მოკრივე მოსწავლეებს შეხვდა [ვიდეო]
ზუგდიდელი მოკრივე ენრიკე გოგოხია, რომელიც ამერიკის შეერთებულ
შტატებში საქართველოს სახელით გამოდის,
დღეს ახალგაზრდებს შეხვდა. სპორტსმენი ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლას
ესტუმრა და მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესზე ესაუბრა. მოკრივემ
მოზარდებს სპორტით აქტიურად დაკავება ურჩია.
ენრიკე გოგოხია სამგზის მსოფლიო ჩემპიონია კიკბოქსინგში. ის სამი წელია რაც პროფესიული კრივით დაკავდა და ამ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ემზადება.
„მინდა ისტორული ფაქტი შევქმნა, რადგან საქართველოს არ ჰყავს პროფესიულ კრივში მსოფლიო ჩემპიონი, გავხდე პირველი ვინც ამას გააკეთებს. მინდ ეს ერთ წელიწადში გავაკეთო და ვასახელო ჩვენი ქვეყანა“, - აცხადებს სპორტსმენი.
27 წლის ენრიკე გოგოხია 65 კგ. წონით კატეგორიაში იბრძოლებს. ახალგაზრდა სპორტსმენი ამერიკაში ხვალ მიემგზავრება.