სპორტი
„ზუგდიდმა“ ორი ფეხბურთელი დაიმატა
„ზუგდიდმა“ ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუნდის ახალწვეულია სერგეი სიპატოვი. მან ორი სეზონი რუსულ „კრილია სოვეტოვში“ დაჰყო, ბოლოს კი პენზას „ზენიტში“ ირიცხებოდა. სერგეი სიპატოვი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. ის უკვე რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

მეორე ახალწვეული, მცველი ბორის მახარაძეა. სპორტსმენი წლების მანძილზე სხვადასხვა ქართული კლუბის წევრი იყო. თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“, ბათუმის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურაში“.