სპორტი
ევროპის მედალოსანი პირველი მოკრივე ქართველი გოგო ხობიდან [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ანა ხუნჯუა პირველი ქართველი მოკრივე გოგოა, რომელმაც ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოუტანა. ის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ცხოვრობს. სპორტულ ოჯახში დაბადებულმა, ჯერ კიდევ 12 წლის იყო, როცა გადაწყვიტა ხელი კრივისთვის მოეკიდა. მართალია თავიდანვე ამ ყველაფრისთვის პროფესიული თვალით არ შეუხედავს, თუმცა ცოტა ხანში მიხვდა - ეს ის საქმე იყო, რომლის კეთებაც ცხოვრებაში უნდოდა. პირველ წარმატებასაც გემო მალე გაუგო. პირველი საერთაშორისო, ბრინჯაოს სინჯის მედალი კი რამდენიმე დღის წინ, ვლადიკავკაზსში, ევროპის 22 წლამდელთა ჩემპიონატზე მოიპოვა. 19 წლის ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბელარუს ალექსანდრა კაპროვიჩს სძლია.

შეჯიბრს რთული და დატვირთული ეტაპი უძღოდა წინ - ვარჯიშები პირადი მწვრთნელის დახმარებით, მერე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მზადება ბორჯომსა და თბილისში.

„საკმაოდ ოპტიმალურ ფორმში ვიყავი. ძალიან დიდ შრომასთან იყო ყველაფერი დაკავშირებული, რომ ჯერ გახვიდე ევროპაზე და შემდეგ მედალი აიღო. რთული იყო. მაგრამ როცა შენი თავი გადადებული გაქვს და ცდილობ მთლიანად კრივს დაუთმო შენი თავი, ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა“, - უთხრა მოკრივემ „ლაივპრესს“.

ანას ჩვენ საჯიჯაოს ცენტრში მდებარე კრივის დარბაზში შევხვდით, სადაც გოგონა 12 წლიდან ვარჯიშობს. ვარჯიშობს ბიჭებთან ერთად, რადგან აქ ის ერთადერთი სპორტსმენი გოგოა. პირველი შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, ზუგდიდში გაიმართა. უასპარეზია სხვადასხვა ღია ტურნირზე. იყო სასომხეთშიც, ევროპის ჩემპიონატებზე შარშან და შარშანწინ. ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ამ ჩემპიონატებიდან უმედლოდ დაბრუნდა, თავი კარგად წარმოაჩინა, საბოლოოდ კი დაგროვილი გამოცდილება პირველ მასშტაბურ წარმატებაში დაეხმარა.

იხსენებს - მისი გადაწყვეტილება, კრივისთვის მოეკიდა ხელი, ბევრისთვის, მათ შორის მეგობრებისთვის და ოჯახისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით ეს ნაბიჯი რთული დედისთვის იყო, რადგან სპორტი გულისხმობს ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელიც შესაძლოა ტრამვით დასრულდეს. აქ რა შეიძლება მოხდეს, წინასწარ არავინ იცის. თუმცა მას შემდეგ, რაც ყველანი დარწმუნდნენ ანას შესაძლებლობებში, ხელი შეუწყვეს და ეს თანადგომა დღემდე გრძელდება.

ადრე ცეკვავდა. მერე თავი დაანება. ახლა სპორტისგან თავისუფალ დროს კითხულობს. უყვარს ბუნებაში მეგობრებთან ერთად გასეირნება. მისი მიზნები ჯერ მხოლოდ კრივს უკავშირდება, თუმცა მომავალში სწავლის გაგრძელებასაც გეგმავს.

მამა, ალმასხან ხუნჯუა ამავე შენობაში, სადაც მოკრივეები ვარჯიშობენ, მოჭიდავეებს წვრთნის. ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ აქვთ, შვილისთვის არაფერი დაუზოგავთ და ყველაფერი მისცეს, რაც სჭირდებოდა. მისი თქმით, ანამ ბევრი იშრომა და მოინდომა იმ შედეგისთვის, რაც დღეს აქვს. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისიაო, გვითხრა. 

სოფელში და არამხოლოდ, გოგონას უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

„ანა ჩემთან მოვიდა და რა იქნება, კრივი რომ ვცადოო. თუ შენ ასე გინდა, მოდი და ივარჯიშე-თქო, ვუთხარი. შენთვის გეცოდინება. მაგრამ ამ ყველაფერმა მერე სერიოზული სახე მიიღო. ცოტა ოჯახში იყო პრობლემა ჩემი მეუღლესთან, მაგრამ ზუგდიდში რომ ტარდებოდა შეჯიბრი, წამომყვა, ოღონდ თავის საქმეზე. ვუთხარი ცოტა ხანს დარჩენილიყო. სომეხს ეჩხუბებოდა მაშინ ანა. როლებში ისე შევიდა ჩემი მეუღლე... იქიდან ყველა შეეგუა“, - იხსენებს ალმასხან ხუნჯუა.

ანა ხუნჯუა მწვრთნელთან და მამასთან ერთად

ხობელ მოკრივეს უკვე მეშვიდე წელია ედიკა თოდუა წვრთნის. ამბობს, რომ ანას ვარჯიში რთულ პირობებში უწევს. მიუხედავად ამისა, სპორტისთვის თავის დანებება არც უფიქრია. მისგან წარმატებას ელოდა, თუმცა კიდევ  მეტის იმედი აქვს. კარგი იქნება, თუ ანას მაგალითი ბევრი გოგოსთვის სტიმული იქნება და კრივით დაინტერესდებიანო, გვითხრა.

„პირობებს თქვენც ხედავთ. არ გვაქვს ის ფუფუნება, დიდ სპორტსმენებს რომ სჭირდებათ. მაგრამ თუ მონდომებაა, შეიძლება ნებისმიერ ადგილას მიაღწიო მიზანს, რაც დაისახე“, - აღნიშნა ედიკა თოდუამ.

საჯიჯაოს ცენტრში სპორტდარბაზი 2011 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც დღეს ოცამდე მოკრივე ვარჯიშობს. აქ წარმატებები არ უკვირთ. სამი წლის წინ ხობელი ბაკურ ჩიქოვანი ევროპის ვიცე ჩემპიონი გახდა. შარშან კი იგივე ჯილდოს მფლობელი დემურ ქაჯაია გახდა.

აქ ვარჯიშობს მოკრივე გოგონას ძმაც.

ანა ხუნჯუა უკვე ახალი შეჯიბრებისთვის ემზადება. მას წინ თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირი ელოდება. ზაფხულში ევროპული თამაშებიც უნდა გაიმართოს. შემოდგომაზე მსოფლიო ჩემპიონატია. ამის შემდეგ ხობელი მოკრივე ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის იბრძოლებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უ-შუ კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 9 წლის ფოთელმა, საბა გოგიამ
14:56 / 16.06.2019
უ-შუ კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 9 წლის ფოთელმა, საბა გოგიამ
ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი თამაში
ზუგდიდში გაიმართა.
13:09 / 16.06.2019
ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი თამაში ზუგდიდში გაიმართა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი
22:19 / 12.06.2019
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი
ვიდეო
ზუგდიდში ქართული ტყავის ჩანთების წარმოება დაიწყო [ვიდეო]
"ირდას" სახელოსნოში თუ დაახლოებით ერთი წლის წინ
გამხმარი მცენარეები ზგუგდიდის სკვერებსა და ბაღებში [ვიდეო]
ზუგდიდის სკეიტ პარკში, დადიანების ეზოში,
სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი [ვიდეო]
ზუგდიდის ქუჩებში, პარკებსა თუ სკვერებში ხშირად შეხვდებით
სად ერთობიან ზუგდიდში ახალგაზრდები [ვიდეო]
სკეიტ პარკი, დადიანების ეზო და მეგობრის სახლი, - ასეთია
თავისუფლებაში განახლებული ბიზნესი [ვიდეო]
58 წლის ჯონი ჭითანავას ზუგდიდში წარმატებული ბიზნესი აქვს.
ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.