სპორტი
აბაშელი ნიჩბოსნები საერთაშორისო ტურნირიდან მედლებით დაბრუნდნენ [ფოტო]
აბაშელმა ნიჩბოსნებმა აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და მედლებიც მოიპოვეს. ქალაქ მინგიჩაურში, სპორტსმენებმა პრეზიდენტის თასზე იასპარეზეს.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, გიორგი გაბელაიამ ერთადგილიანი და ორადგილიანი ნავით იასპარეზა, ორი ოქროს მედალი მოიპოვა და პირველი ადგილიც დაიკავა.

ასევე, ოთარ სართანია და ნიკა დარჯანია ორადგილიანი ნავით ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ, ოთხადგილიანით კი ბრინჯაო მოიპოვეს.

ნიჩბოსანმა არკადი გაგუამ ორადგილიანი და ოთხადგილიანი ნავით შეჯიბრში მეორე ადგილი აიღო და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

აბაშის აკადემიურ ნიჩბოსანთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორია.