სპორტი
ზუგდიდელმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოიპოვა
ზუგდიდელმა ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოიპოვა. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა აკვრაში 169 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 308 კილოგრამით კი ბრინჯაო.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, გოგა ჩხეიძემ ატაცში მესამე მისვლაზე 139 კილოგრამის დამორჩილებით 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი დაამყარა. მართალია, ეს რეკორდი იტალიელმა მირკო ზანიმ გააუმჯობესა და შემდგომ თავისივე რეკორდიც მოხსნა, მაგრამ მოგვიანებით ზუგდიდელმა სპორტსმენტმა აკვრასა და ორჭიდის ჯამში აჯობა იტალიელს.

გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონია. მან ეს ტიტული შარშან, ოქტომბერში მოიპოვა.უფრო ადრე, 2016 წელს ის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა.