სპორტი
ზუგდიდელმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი დაიკავა
ზუგდიდელმა ძალოსანმა ნათია გადელიამ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. შეჯიბრის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ, 14 წლის სპორტსმენმა მეექვსე ადგილი დაიკავა.

მან საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა პირველად მიიღო. აკვრაში სამივე ცდა გამოიყენა. ძალოსანმა ორჭიდის (64+85 კგ) ჯამში 149 კილოგრამს მოუყარა თავი.

რამდენიმე დღის წინ, ბათუმში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ნათია გადელია საქართველოს ჩემპიონი გახდა.