„ზუგდიდმა“ „თელავთან“ წააგო
ეროვნული ლიგა 2-ის მეცხრე ტურის შეხვედრაში
ზუგდიდის "ზუგდიდმა" "თელავს" უმასპინძლა და სამბურთიანი სხვაობით,
1:4 დამარცხდა. შეხვედრა ზედაეწერის საფეხბურთო სტადიონზე გაიმართა.
სტუმართაგან გოლები დენის მასიუტინმა, იაროსლავ კვასოვმა, ირაკლი
რუხაძემ და ალექსანდრე კოშკაძემ გაიტანეს. "ზუგდიდელთაგან" მარტინს
ნვანკვომ.
"ზუგდიდს" ოთხი ქულა აქვს და ათგუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილზეა. ფოთის "კოლხეთი" ამავე ჩემპიონატში სამი ქულით ბოლო პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე თბილისის "მერანია". მას 20 ქულა აქვს.
მე-10 ტურის შეხვედრები 9 და 10 მაისს გაიმართება.