სპორტი
რუხში საფუძველი ჩაეყარა ფეხბურთის აკადემიის მშენებლობას [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ოთარ გაბელიას სახელობის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებთან და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგნელებთან ერთად. ტერიტორიაზე, სადაც ოფიციალური ინფორმაციით 2020 წელს იქნება აკადემია, სიმბოლურად სპეციალური კაფსულა ჩაეშვა.

ლევან კობიაშვილის განცხადებით, ეს არის სიახლე, რომელიც არა მარტო სამეგრელოს, არამედ მთლიანად საქართველოს სჭირდება. მისი სიტყვებით, ფეხბურთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, რომ რუხში გააკეთებენ აკადემიას, სადაც ბავშვები იცხოვრებენ და ისწავლიან ფეხბურთის თამაშს. მისი თქმით, აკადემია მოემსახურება როგორც აფხაზეთის, ისე დანარჩენ საქართველოს მცხოვრებლებს.

აკადემიის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მშენებლობას სიმბოლური უწოდეს და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრეს ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ და ვეტერანმა ფეხმურთელმა ოთარ გაბელიამ, რომლის სახელის მატარებელიც იქნება აკადემია.

კონკრეტულად როდის დასრულდება სამშენებლო სამუშაოები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული მხარდაჭერით ხორციელდება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
14:01 / 27.05.2019
"ზუგდიდმა" თბილისის "მერანთან" გასვლით
სამი წლის წინ ზუგდიდში შექმნილ რაგბის გოგონათა კლუბს
11:46 / 27.05.2019
სამი წლის წინ ზუგდიდში შექმნილ რაგბის გოგონათა კლუბს
მესტიელი მოკრივე ლაშა გურგულიანი
11:31 / 26.05.2019
მესტიელი მოკრივე ლაშა გურგულიანი
პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ
18:02 / 25.05.2019
პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.